საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მიმოხილვა

საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს6. 2008-2018 წლებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ძირითადი საექსპორტო პროდუქტებს შორის ლიდერობს თხილი და კაკალი (მთლიანი ექსპორტის 5%), ღვინო (4.5%) და სპირტიანი სასმელები (3,7%).

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ძირითადი საექსპორტო პროდუქტები

 სოფლის მეურნეობის პროდუქცია საკმაოდ ვიწრო კატეგორიაა იმ გაგებით, რომ ეს კატეგორია მოიცავს პირველად (გადაუმუშავებელ) პროდუქტებს, როგორიცაა მაგალითად თხილი და მანდარინი. თუმცა არ მოიცავს ისეთ სამრეწველო პროდუქტებს, რომელიც თავისი არსით კავშირშია სოფლის მეურნეობასთან, თუმცა გადამუშავებულია, მაგალითად ღვინო. შესაბამისად, მოცემული კვლევის ფოკუსი უფრო ფართოა და განიხილავს ორივე ტიპის პროდუქციას სახელით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ძირითადი პროდუქტები.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია ცხრილში წარმოდგენილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროდუქტების ექსპორტის არასტაბილური ხასიათი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, წლების მანძილზე მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის ექსპორტი 2018 წელს დრამატულად შემცირდა აზიური ფაროსანასა და გავრცელებული დაავადებების გამო. არასტაბილურია შინაური ცხოველების ექსპორტიც. ეს დინამიკა კარგად აჩვენებს, რამდენად დაუცველია სოფლის მეურნეობის სექტორი შიდა და გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

ირაკლი გაბრიაძე,
რეზო ბერაძე,
მარიამ ზაბახიძე,

„სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი: ღირებულებათა ჯაჭვი და საექსპორტო პოტენციალი“