საქართველოს სუპერმარკეტებში მომხმარებელს ორგანული მაყვლის ყიდვა 10 ივლისიდან შეეძლება

მაყვლის კრეფის სეზონი საქართველოში ეს ესაა დაიწყო და ის სექტემბრამდე გაგრძელდება.

შპს „ქართული კენკრა“ და „პლანტა“ აერთიანებენ ძალისხმევას, მაყვალი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მოჰყავთ, ერთობლივად გაიტანონ ბაზარზე.

ქალბატონ ია თოფურიას განცხადებით, ათი ივლისიდან მაყვლის პირველი პარტია „პლანტას“ ბრენდით უკვე გამოჩნდება სუპერმარკეტებში.

სუპერმარკეტ გუდვილში პირველად გაიყიდება ეკოლოგიურად სუფთა მაყვალი.

კომპანიას ასევე მოჰყავს საგვიანო ჯიშის ჟოლო „კაროლინა“, რომლის კრეფა 20 ივლისის შემდეგ დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, მომხმარებელს ჟოლოც „პლანტას“ ბრენდით მიეწოდება. .

შპს „ქართული კენკრას“ ყველა პროდუქციას მიღებული აქვს Biocert -ის ბიო სერტიფიკატი. Biocert თავის მხრივ აკრედიტებულია IFOAM (International Federation of Organic Agriculture Movements).

ჩვენი პროდუქტი საექსპორტო ხარისხისაა, ამბობს ქალბატონი ია, რადგან უკვე ევროკავშირის ბაზარზე უკვე გვყავს პოტენციური მყიდველები. სეზონზე ჟოლოს პირველი პარტია უკვე გავაგზავნეთ ევროპაში, მაგრამ პროდუქციის მიწოდება ინტენსიურად ვერ გრძელდება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, იძულებულნი ვართ, კენკრა ადგილობრივ ბაზარზე გავყიდოთ. ევროპული ფასი, რასაკვირველია, მიმზიდველია, მაგრამ სპეციალური რეისები არ არსებობს, შეუძლებელი სამაცივრო ჯაჭვის ორგანიზება, კენკრისთვის კი ტემპერატურულ რეჟიმს მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ კომპანიის რეპუტაციას ვუფრთხილდებით, ამიტომ ჯერ ადგილობრივ ბაზარზე ვიმუშავებთ. 

წყარო: east-fruit.com