საქართველოს თხილის სექტორის განვითარების საგრანტო პროექტი (G-HIP)

ორგანიზაცია CNFA, G-HIP-ის მეშვეობით აგარძელებს განაცხადების მიღებას საკონკურსო გრანტების პროგრამის განსახორციელებლად.
გრანტები გაიცემა და შესაბამისი პროექტები განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ–ის მთავრობისა და G-HIP-ის რეგულაციებისა და გრანტების მართვის პოლიტიკისა და შიდა პროცედურების შესაბამისად. საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 დეკემბრამდე. განაცხადები განიხილება და შეფასდება განაცხადის მიღების დროს, ვადის ამოწურვამდე.

დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დამატებითი განმარტებები მათთვის საინტერესო კითხვებზე, აგრეთვე ინსტრუქციები დანართ A-ში მოცემული სააპლიკაციო ფორმის შესახებ.ელ.მისამართზე info@georgiahip.org ან G-HIP–ის ოფისში მისამართზე: თბილისი, კოსტავას №47, ოთახი 26, ტელ: 032 2 98 22 32.

CNFA  

 CNFA საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციალიზებულია მდგრადი, ბაზარზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დანერგვაზე, რათა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც მსოფლიოში სურსათზე მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეული. დაარსებიდან (1985 წ.) დღემდე CNFA  სწავლობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მდგრადობას, ეხმარება საწარმოებს განვითარებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში, ახალი ბაზრების მოძიებაში, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მიწოდებაში, გადამამუშავებელი და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიებისა და პროცესების მენეჯმენტში.

CNFA- მ განახორციელა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროგრამები და   სამუშაო გამოცდილება აქვს 45 ქვეყანაში, როგორც აფრიკის კონტინენტზე, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და  სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში.

CNFA  თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ფონდებთან, მთავრობებთან, რათა გაზარდოს სოფლის მეურნეობაში ჩართული სხვადსხვა ჯგუფების შესაძლებლობები.

G-HIP-ი

CNFA ახორციელებს USAID-ის მიერ დაფინანსებულ 5-წლიან პროგრამას: ,,საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).  საბაზრო პრინციპების გათვალისწინებითა და USAID-ის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს ქართული თხილის წარმოების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც საშუალებას მისცემს მცირე მეურნეებს, გავიდნენ მომგებიან ბაზარზე. G-HIP-ის ალიანსი აერთიანებს USAID-ის, ,,ფერეროსა“ და  CNFA-ის ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს. შედეგად, თხილის წარმოების ხარისხთან დაკავშირებული ორმხრივი ინტერესები სტიმულს მისცემენ მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს, რომ აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ მაღალი ხარისხის ქართული თხილი.

თხილის გასარჩევი, საშრობი და შემნახველი (HDS) მეურნეობები მიმზიდველია საინვესტიციოდ, თუმცა იგი ლიმიტირებული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი. ამასთან, პროდუქტის ხარისხისა და მოცულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის, ასევე ფერმის შემოსავლების გასაზრდელად, აუცილებელია შეთავაზებული იყოს საშრობი და შენახვის სერვისები. ბუნებრივია,  თხილის სექტორი დიდ სარგებელს მიიღებს ახალი HDS მეურნეობების სისტემური წახალისებით. ამგვარი სისტემური საინვესტიციო წახალისება, არამხოლოდ აკავშირებს თხილის სექტორს საბაზრო მოთხოვნის სხვადასხვა ღირებულების ჯაჭვთან, არამედ აკავშირებს საქართველოს მთავრობას, დონორებსა და კერძო სექტორს განახორციელონ ერთობლივი მიზნები სოფლის მეურნეობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ თხილის მწარმოებლები ვერ ახერხებენ პროდუქტის სათანადო გამოშრობასა და მის სათანადო შენახვას, დამატებითი HDS მეურნეობების დანერგვით თხილის სექტორს გაუჩნდება შესაძლებლობა შეინარჩუნოს თხილის გულის ხარისხი ნაჭუჭში, ასევე  აღმოფხვრას მოსავლის აღების დროს დანაკარგების დიდი ნაწილი. თხილის გულის ხარისხის შენარჩუნებით მწარმოებელს შეეძლება 35%-ის ნაცვლად მიიღოს 38%-42% გამოსავლიანობა. ეს კი გულისხმობს გაყიდვიდან შემოსავლის 10-20%-მდე ზრდას. ანალოგიურად, HDS მეურნეობების დასაწყობების სერვისის გამოყენებით კი მწარმოებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები 35%-მდე.

ზომოაღნიშნული მიზნის მისაღწევად G-HIP გეგმავს, გრანტების გამოყენებით ხელი შეუწყოს საქართველოში თხილის გამრჩევი, საშრობი და შემნახველი (HDS) მეურნეობების განვითარებას.

G-HIP ხელს შეუწყობს ათასტონიანი წარმადობის საშრობისა და 500-ტონიანი მოცულობის შემნახველი ხუთი (5) საწარმოს შექმნას. HDS მეურნეობების ღირებულება ვარირებს  300 ათასიდან 350 ათას ამერიკულ დოლარამდე. G-HIP მიერ გაცემული გრანტების მაქსიმალური ოდენობა 50 ათასი დოლარია. ასევე შესაძლებელია დამატებით მოზიდული იყოს სახსრები აგრიჯორჯია/ფერეროსგან, მაქსიმალური თანხით 50 ათასი ევრო. შესაბამისად, აპლიკანტების თანამონაწილეობა განისაზღვრება 200 ათასიდან 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (დეტალური ფინანსური გათვლები იხილეთ დანართ E-ში).

დანაკარგის შესამცირებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად, გრანტების საშუალებით G-HIP ინვესტირებას განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი გასარჩევი, საშრობი და შესანახი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

G-HIP-ის მიერ განხორციელებული პროექტი სტიმულს მისცემს ინვესტორებს, რათა შეიქმნას თხილის გასარჩევი, საშრობი და შესანახი საწარმოების ქსელი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თხილის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გრანტით შეძენილი აღჭურვილობა, როგორც წესი, გადაეცემა  გრანტის მიმღებს შემოწირულობის (საჩუქრის) გადაცემის აქტით, რომელსაც ხელი მოეწერება საგრანტო აქტივობის წარმატებულად განხორციელებისა და აღჭურვილობის უსასყიდლოდ გადაცემის პირობების წერილობითი აღიარების შემდეგ.

გრანტების განხორციელების ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს G-HIP-ის გადამზადებული პერსონალი და ,,ფერერო“.

G-HIP ასევე უზრუნველყოფს პოსტსაგრანტო ტექნიკურ დახმარებას, რაც გულისხმობს HDS საწარმოების ტექნიკური პერსონალის დატრენინგება-გადამზადებას: მენეჯმენტში, დანადგარების მართვასა და გამართულობის უზრუნველოფაში.

იხილეთ თანდართული ფაილი: 199346-g-hip-grant.zip