საქართველოში აგროტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული ბრენდი FENDT შემოვიდა

 ყვარელში, „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის გვირაბის ტერიტორიაზე გაიმართა აგროტექნიკის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, FENDT-ის წარდგენის ღონისძიება, რომელიც საქართველოში „მეღვინეობა ხარებას“ ინიციატივით შემოვიდა.

საქართველოში Fendt-ის შემოსვლისა და ოპერირების მიზნით, „მეღვინეობა ხარებას“ და კომპანია Fendt-ის მფლობელ კორპორაცია AGCO-ს შორის სადილერო პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზეც საქართველოში მოღვაწე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე, უახლესი სტანდარტებისა და მოდიფიკაციის მქონე აგრო-ტექნიკა, სავენახე და სხვა აგროოპერაციების განხორციელების მიზნით, რაც მათ აბსოლიტურ თანხვედრასა და შესაბამისობას უზრუნველყოფს მეღვინეობის სფეროში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებთან. თავის მხრივ, „მეღვინეობა ხარებამ“ და მის ჯგუფში შემავალმა აგრო-კომპანიებმა, სახელმწიფოს თანადგომით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) ხელშეწყობით და ასევე „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოზიდული შეღავათიანი ფინანსური რესურსით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს, Fendt-ის ტექნიკური არსენალით კომპანიების აღჭურვის მიზნით და სხვადასხვა ტიპის 21 ერთეული ტექნიკა შეიძინეს.

გერმანიაში, უშუალოდ კომპანია Fendt-ის ბაზაზე მოხდა „მეღვინეობა ხარებას“ პერსონალის, მექანიზატორების და სერვისჯგუფის გადამზადება და ტრენინგი. პარტნიორობის ფარგლებში, ასევე საქართველოში Fendt-ის ტექნიკის მომსახურების ცენტრი შეიქმნება, რომელიც სრულფასოვან მომსახურებას გაუწევს ტექნიკას.

„პროექტი თავის შინაარსით ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია აგრო სფეროში და განსაკუთრებით მეღვინეობის მიმართულებით მოღვაწე კომპანიებისთვის, რადგან აგრო-ტექნიკის მწარმოებელი, მსოფლიოს ლიდერი კომპანია Fendt უკვე საქართველოშია და მათ მიერ წარმოებული ტექნიკა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ეს კი გულისხმობს ქართული აგრო მიმართულების იმ სტანდარტებზე გადასვლას, რაც დღეისათვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ამ ყველაფერთან ერთად, უმნიშვნელოვანესი და ხაზგასასმელია სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერა, ჩართულობა და როლი აღნიშნული პროექტის  განხორციელებაში, რადგან Fendt-ის ტექნიკის შეძენით დაინტერესებული ნებისმიერი კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ხდება აღნიშნული ტექნიკა შეღავათიანი ფინანსური რესურსითა და პირობებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ „მეღვინეობა ხარება“ გახდა პირველი, რომელმაც საკუთარი კომპანია აღჭურვა Fendt-ის უახლესი ტექნიკით, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა და ამ მხრივაც უპრეცენდენტოდ დიდი იყო სახელმწიფოს თანადგომა, დახმარება და მხარდაჭერა შეღავათიანი და გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის კუთხით.“ – განაცხადა „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა აბუთიძემ.

სავენახე და აგროოპერაციების თანამედროვე სტანდარტებით ჩატარება გულისხმობს ვენახის ეკოსისტემის და მის ირგვლივ არსებული გარემოს სისუფთავეს, მოსავლიანობის მაქსიმალურ მაჩვენებლების უზრუნველყოფას, ვაზისა და ყურძნის სიჯანსაღისა და ხარისხის დაცვას, რასაც კომპანია Fendt-ის მიერ მოწოდებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებს, რადგან იგი აღჭურვილია შემდეგი სისტემებით:

1. სრული კომპიუტერიზებული მართვა აგროოპერაციების განხორციელებისა და კონტროლის პროცესში, მათ შორის ავტოპილოტირებისა და ოპერაციების წინასწარი პროგრამირების შესაძლებლობა;

2. ეკომეგობრული სისტემა, რაც მუშაობის პროცესში მინიმუმამდე ამცირებს გამონაბოლქვისა და მავნე აირების გამოფრქვევას;

3. რთულ რელიეფზე მუშაობის შესაძლებლობა;

4. ნებისმიერი ტიპის ნიადაგის მიმართ ადაპტირებულობა და ნიადაგის შესაბამისი სპეც.რეჟიმით ტექნიკის მართვა;

5. სავენახე ოპერაციების სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკის სიჩქარის 0,02 კმ საათით მოძრაობის შესაძლებლობა;

6. ტექნიკის მართვის პროცესში მემანქანეთათვის შექმნილი განსაკუთრებული კომფორტი სალონში, მათი შრომის ნაყოფიერებისა და მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

Fendt-ის ისტორია 1930 წლიდან იწყება. თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების მქონე კომპანია დღეისათვის 10 მიმართულების აგრო და მძიმე ტექნიკის ხაზით ქმნის პროდუქციას და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. ტექნიკას გერმანიაის გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიაშიც აწარმოებს.

აღსანიშნავია რომ აგრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიათა შორის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანია Fendt გაყიდვების მიხედვით გერმანიაში ლიდერია, რაც ერთმნიშვნელოვნად მის უმაღლეს ხარისხზე, სტანდარტებზე და შესაძლებლობებზე მეტყველებს.