საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება

საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, _ განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ  საქართველო ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბელარუსს ძალიან ძლიერი და განვითარებული მეცხოველეობის სექტორი აქვს.„ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი გადმოგვცემენ 100-ზე მეტ მაღალპროდუქტიული ჯიშის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.