საქართველოში ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნათესი ფართობის ჯამური მოცულობა 2016 წელს 239,2 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს კი – 308,4.

საშემოდგომო კულტურებზე (ხორბალი, ქერი) 59 ათასი ჰექტარი მოდის, საგაზაფხულო კულტურების ნათესებზე კი _ 180,2 ათასი ჰექტარი.

საგაზაფხულო კულტურების ნათესებიდან კარტოფილზე და ბოსტნეულ–ბაღჩეულზე 38.8 ათასი ჰექტარი მოდის, ხოლო სხვა კულტურებზე 20.4 ათასი ჰექტარი. 2013 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსდა უამრავი პროგრამა სწორედ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, თუმცა 2014 წლიდან ნათესი ფართობების მოცულობა მცირდება. 2008 წლიდან მოყოლებული, ნათესი ფართობების მოცულობის ზრდის ტენდენცია მხოლოდ 2013 და 2014 წლებში ფიქსირდებოდა.

საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები

(ათასი ჰექტარი)

  2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
ნათესი ფართ. 330.2 297.2 329.3 289.7 256.7 262.4 259.6 310.7 316.6 308.4 239.2
ხორბალი, ქერი 76.6 55.0 58.6 60.5 58.8 50.8 54.1 52.5 61.5 59.9 59.0 43.9
საგაზაფხულო კულტურები 253.6 242.2 270.7 229.2 197.9 211.6 205.5 258.2 255.1 248.5 180.2
მარცვ. და პარკ. კულტურები 150.8 151.0 176.9 156.3 132.6 140.6 132.8 183.8 184.6 174.1 121.0
კარტოფილი და ბოსტნ-ბაღჩ. კულტ. 56.4 58.9 54.8 44.3 48.3 45.3 52.6 48.6 46.9 48.7 38.8
სხვ.  კულტ. 46.4 32.3 39.0 28.6 17.0 25.7 20.1 25.8 23.6 25.7 20.4

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.