საქართველოში ფსტას ბაღების გაშენება იწყება 

​ფსტას ბაღები წლეულს რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება. აცხადებს “საქართველოს ფსტას ასოციაციის” აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.
ფსტას პროდუქტის წარმოებით ფერმერები ინტერესდებიან და ინტენსიურად იღებენ კონსულტაციას, როგორ გააშენონ ბაღები, რა დახმარების მიღება შეუძლიათ სახელმწიფოსგან, რა საბუთებია მოსაძიებელი და შესადგენი. 

“საქართველოს ფსტას ასოციაციის“ ფერმერებს ურჩევს, თურქული ჯიშების ფსტას გაშენებას, რადგან ისინი საქართველოს კლიმატურ პირობებს და ნიადაგს უფრო მისადაგებულია, რადგან ეს ჯიში შედარებით გვიან  ყვავილობს და საგაზაფხულო წაყინვების რისკი ნაკლებია.

ეს ჯიშებიც საკმაოდ ყინვაგამძლეა, მათ _ 20-25 ყინვის გაძლება შეუძლიათ, რაც ამ კულტურისთვის ძალიან კარგი მახასიათებელია.

ამ ჯიშებს, როგორც ბატონი ოთარ ანგურიძე ამბობს, დიდი ხანია აკვირდებიან ასოციაციაში „ფისტა ჩვენს ოჯახებში“ და „ფსტას ბაღები საქართველოში“, რომელიც უკვე მესამე წელიწადია მიმდინარეობს.

ასოციაციამ უკვე დაარიგა 4000-ზე მეტი ფსტას ნერგი, რომელიც შენდება. პირველ ეტაპზე 10 000-მდე ნერგის დარგვა იგეგმება, როგორც ბარში, ისე მთისწინეთში და მთაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფისტა უკვე შეტანილია კულტურების ნუსხაში, რომლის გაშენებაც „დარგე მომავალი“ პროექტის თანადაფინანსებით მოხდება.

როგორც ბატონი ოთარ ანგურიძე ამბობს, ქვეყანაში უკვე გაშენებულია ფსტას რამდენიმე პლანტაცია, მაგრამ ჯერ სამრეწველო მოსავალი ამ პლანტაციებიდან არ მიუღიათ, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე მთლიანად იმპორტირებული ფსტა იყიდება, ასევე ხორციელდება რეექსპორტიც, 2017 წელს, მაგალითად, საქართველოდან 0,5 მლნ დოლარის ღირებულების ფისტა გავიდა, ხოლო 2018 წელს_ 11, 5 მლნ დოლარის.

ფსტას ასოციაცია“ 2016 წელს შექმნა და დღეს 6 000 ფერმერს აერთიანებს.

წყარო: East Fruit