საქართველოში შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი შეიქმნას

როგორც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა კომერციული ბანკი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხელშეწყობაზეა ორინეტირებული, ამიტომაც ბანკისთვის უმჯობესია დააფინანსოს  პროექტები, რომელიც ნაკლებ რისკებსა და სწრაფ მოგებაზეა ორიენტირებული.

„ზოგადად კომერციული ბანკები ორიენტირებულნი არიან სწრაფ მოგებაზე, ამიტომ ურჩევნიათ დააფინასონ ისეთი პროექტები, რომელიც ნაკლებ რისკიანია და არა ვთქვათ, პროექტები,  რომელიც ადგილობრივ ფერმერს ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, უპრიანი იქნებოდა შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი ან ფონდი. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ინიციატივის შეტანას პარლამეტში ვაპირებთ“,-განმარტავს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ალტერნატიული დაფინანსება საჭიროა არამხოლოდ სასოფლო, არამედ ზოგადად ინდუსტრიული პროექტების განსავითარებლად. როგორც დეპუტატმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, სახელმწიფო ფონდები ძირითადად მიმართულია მომსახურებისა და ტურიზმისკენ, რაც დამატებით ღირებულებას ვერ ქნის.

„იმისათვის რომ იგივე სესხები გაიცეს უფრო სწრაფად, გეგმაზომიერად და იყოს მეტად მასშტაბური, საჭიროა სახელმწიფო გასცემდეს მსგავს სესხებს, რადგან ეს იქნებოდა მიბმული ჩვენს ხედვას და მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას. შესაბამისად, გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ის რესურსები, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსებას სჭირდება, იყოს სახელმწიფოს ხელში. კოოპერატივებიც და ფერმერებიც უფრო გეგმაზომიერად მიიღებენ დაფინანსებას. მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოფილა  და ზოგადად მიმაჩნია, რომ მთლიანად ინდუსტრიული პროექტები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს“,-აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

წყარო: კომერსანტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.