საქსტატი სასოფლო- მეურნეობათა შერჩევით გამოკვლევას ელექტრონული მეთოდით (CAPI) განახორციელებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს საველე პერსონალისთვის ფართომასშტაბიანი ტრენინგი გრძელდება. ამჟამად ტრენინგი კახეთის რეგიონის თანამშრომლებსა და ინტერვიურებს უტარდებათ.

2018 წლიდან საქსტატი სასოფლო მეურნეობათა შერჩევით გამოკვლევას სრულიად ახალი და თანამედროვე მონაცემთა შეგროვების ელექტრონული მეთოდით (CAPI) განახორციელებს. CAPI მეთოდით მონაცემთა შეგროვება საქსტატში პირველად 2018 წლის იანვრიდან დაიწყება და ის ქაღალდის კითხვარს ჩაანაცვლებს, გააუმჯობესებს მონაცემთა შეგროვების ვადებს და ხარისხს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის საველე პერსონალსა და რეგიონული სამართველოების 300-ზე მეტ თანამშრომელს გამოკვლევის მეთოდოლოგიასა და მონაცემთა პლანშეტების გამოყენებით შეგროვების საკითხებზე 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ტრენინგი ჩაუტარდებათ.

ტაბლეტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით და პროგრამის Survey Solution გამოყენებით შეიქმნა. ტექნიკური აღჭურვილობა 365 პლანშეტი და ორი სერვერი აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) საქსტატს საჩუქრად გადასცა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის მონაცემთა შეგროვების ელექტრონული მეთოდით (CAPI) განხორციელება „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობათა და სასოფლო განვითარებისთვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) გათვალისწინებული ვალდებულებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.