საქსტატის მონაცემებით, ბოსტნეული და ბაღჩეული 30,3% -ით გაძვირდა

2017 წლის მაისში, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 6,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ინდექსი არ შეცვლილა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 1 თვეში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, მათ შორის, სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას. ფასები 8,3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. მათ შორის, ბოსტნეული და ბაღჩეული 30,3% -ით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -11,3 %-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 10,1% -ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 8%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ჯგუფი 15%-ით გაძვირდა. 6.7% -ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები. მათ შორის სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ფასები 16,8%-ით და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 5,3% -ითაა გაძვირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.