სარგავი მასალის სერტიფიცირებისა და დანერგვი ახალი პროექტი
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO),გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.
პროექტი სერტიფიცირების სისტემის, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერებას, ნერგის მწარმოებელთა ასოციაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.
საქართველოში სანერგე მეურნეობების მდგომარეობის შესწავლის და მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისსპეციალისტებმა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. სანერგეების წარმომადგენლებმა არსებულ ხარვეზებსა და მათ მოთხოვნებზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის წარმომადგენელები, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს არეგულირებს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მთესლეობის შესახებ“, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.
აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს თესლისა და სარავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.