სასაქონლო თევზის გამოზრდა

სასაქონლო თევზის გამოზრდა გულისხმობს  ტბორებსა და აუზებში მოსაშენებელი, თევზების სახეობებს (ზუთხი, ცისარტყელა კალმახი, კობრი, ბალახის მჭამელნი) მათი საკვების სახეებს, სადენზიფენქციო საშუალებებს,   მეურნეობაში შემუშავებული  გეგმის მიხევით წონა – მატის შემოწმებას თევზის დახარისებას და სარეალიზაციოდ მომზადებას.

სასაქონლო თევზის გამოსაზრდელი ტბორებისა და აუზების დეზინფექცია.    სასაქონლო, თევზის გამოსაზრდელად, მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გამოყენებული იქნენ სანასუქო ოჩხები,  ტბორები ან აუზები. რაც უფრო დიდი ზომისაა თევზი, მით უფრო ფასობს იგი ბაზარზე, თუმცა სარეალიზაციო თევზის სტანდარტული მინიმალური ზომა სხვადასხვა სახეობისთვის  სხვადასხვაა, ასე მაგალითად ცისარტყელა კალმახის და კობრისათვის თუ დასაშვებია 250 – 300 გრ, ზუთხისა და ლოქოსთვის მინიმალური  წონა 1500 გრ-მია. სასაქონლო თევზის გამოსაზრდელად ჩასასმელ მასალად გამოიყენებენ ერთ წლიანებს, მათ სანასუქე რეზერვუარებში გამოსაზრდელი  თევზის განთავსებამდე, რეზერვუარებს უკეთდებათ დეზინფექცია. იხ. თავი VI. ცხ.30. თუ გამოსაზრდელ ტბორებში დეზინფექციისა და სხვა დანიშნულებისათვის, კირქვები და სასუქები ერთჯერადად შეგვქონდა, სანასუქო     ტბორებში წყლის კარგი ხარისხის შესანარჩუნებლად საჭიროა გარკვეული მელიორაციული სამუშაოების ჩატარება: კირისა და სასუქების შეტანა, აერაცია, საკვებურების მოწყობა, ფლორისა და ფაუნის არასასურველ ორგანიზმებთან ბრძოლა. ამ სამუშაოთა ერთობლიობა ქმნის კარგ პირობებს საკვები ორგანიზმების (ოლიგოხეტები, კიბოსნაირები და სხვა) გამრავლებისა, შესაბამისად, შესაძლებელი ხდება კულტივირებადი ორგანიზმები გამოვკვებოთ არა მხოლოდ ხელოვნური არამედ ბუნებრივი საკვებითაც.  უპირველე ყოვლისა, ტბორების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ისინი  უნდა დავიცვათ დაჭაობებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფსკერზე ლამის დიდი ოდენობით დაგროვებამ. ტბორის ფსკერზე  10 სმ-მდე სისქის ლამის შრე,  დადებითად ზემოქმედებს მის პროდუქციულობაზე, გადამეტებული ოდენობა კი იწვევევს ნიადაგის მჟავიანობის მატებას,  არასასურველი აირების რაოდენობის ზრდით მკვეთრად აუარესებს წყლის ხარისხს, აძნელებს საბოლოო პროდუქციის ჭერას და ა.შ. ლამის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მისი პერიოდულად მოცილება, ასევე   თუ რეზერვუარის შემავსებელი არხი გადის ლამიან ნიადაგზე, საჭიროა არხის ფსკერი გაიწმინდოს ლამისაგან და ფსკერზე დაიყაროს 2-3 სმ სისქის ხრეში, ხოლო გვერდები გამაგრებული იქნას აგურით ან სხვა საშუალებებით. ამასთან ერთად, უნდა ავარიდოთ ტბორს ნაჟური წყლებით დაბინძურებაც, რომლებმაც არა მხოლოდ, ლამი არამედ სხვა არა სასურველი  ნივთიერება და საგანი შეიძლება შეიტანოს რეზერვუარში.

თბილი სეზონის პერიოდში, განსაკუთრებით მცირედ გადინებად, მზეზე კარგად თბობად ტბორებში წარმოიქმნება კარგი პირობა, როგორც უხეში, ასევე რბილი წყლის მცენარეების მასიური გამრავლებისა, არადა ტბორის სარკის ზედაპირის ფართის მხოლოდ 5%   უხეში მცენარეებისა (ლერწამი,ლელი,ისარა, დუმფარა და სხვა) და  25% რბილი მცენარეების (რქაფოთოლა, ელოდეია, შვიტურა და სხვა.) არის დასაშვები. მცენარეების ზედმეტი რაოდენობა ხელს უშლის წყლის შრეში მზის შუქის შეღწევას, რითაც ფერხდება ფიტოპლანქტონის გამრავლება, დაბლა იწევს ტბორში არსებული წყლის ტემპერატურა, მცირდება კულტივირებადი ორგანიზმების საკვები არეალი, საბოლოო ეტაპზე გართულებული ხდება მათი ჭერა. მცენარეები ღამის საათებში შთანთქავენ დიდი ოდენობით ჟანგბადს, მათი  ნარჩენები განიცდიან ლპობას, რითაც წარმოიქმნება მჟავე არე და კიდევ უფრო უარესდება ტბორში მიმდინარე აერაციის პროცესი. ყველაფერ ამას კი საბოლოო ჯამში ტბორის დაჭაობებამდე მივყავართ. დაჭაობების თავიდან აცილებისათვის აუცილებელია წყალმცენარეებთან ბრძოლა.  ამ ბრძოლის  3 ძირითად მეთოდს გამოყოფენ.

ქიმიური,  სხვადასხვა ჰერბიციდებისა და შხამქიმიკატების  გამოყენება.   

ბიოლოგიური, სხვადასხვა ცოცხალი ოგანიზმების გამოყენება, რომელთა საკვებსაც წყლის მცენარეები და წყალმცენარეები წარმოადგენენ. თევზებიდან: თეთრი ამური, თილაპიის ზოგიერთი სახეობა და სხვა. ფრინველებიდან ჩინური იხვი,  არა უმეტეს 2 ცალისა 1002მ–ზე. ძუძუმწოვრებიდან წყლის ვირთხა (ონდატრა) (20ცალი ჰა–ზე), კამეჩი და სხვა მსხვილფეხა საქონელი.

 მექანიკური, მოცელვა და მარყუჟიანი ჯაბადარის გამოყენება.  3–4 მოცელვა თბილ სეზონზე ხშირად სრულიად საკმარისია.

  კირქვის შეტანის ნორმები (ც/ჰ–ზე). 

pH მაჩვენებელი ჩაუმქრქლი კირი ჩამქრალი კირი კირქვა
4,0 20,0 26,0 36,0
4,5 15,0 19,5 27,0
5,0 10,0 13,0 18,0
5,5 5,0 6,5            9,0
6,0                 3,0              3,5            5,4           
6,5              ,0–2,0           11,3–2,6          1,8–3,6        

     ტბორების მოკირვისას გამოიყენებენ 3 ნივთიერებიდან ერთ–ერთს. ეს ნივთიერებებია CaO კალციუმის ჟანგი– ჩაუმქრალი კირი, მას გააჩნია ყველაზე ძლიერი  ნეიტრალიზაციის უნარი. Ca(OH)2     კალციუმის ტუტე- ჩამქრალი კირი, მისი ნეიტრალიზაციის უნარი 1,3-ჯერ უფრო ნაკლებია, CaO-სთან შედარებით. CaCO3 კალციუმის ბიკარბონატი – კირქვა, მისი ნეიტრალიზაციის უნარი 1,8–ჯერ ნაკლებია  CaO-სთან შედარებით.    მცირე ტბორებში კირქვების წყალში შეტანისას უკეთესია გამოვიყენოთ კირქვის ან ცარცის პუდრა, მართალია ისინი ნელი მოქმედებით გამოირჩევიან, მაგრამ თავიდან ავიცილებთ ძლიერ მოქმედი პრეპარატის გადაჭარბებული ოდენობით შეტანის საშიშროებას. კირქვების შეტანის სხვადასხვა მეთოდებიდან, მცირე ტბორებში უკეთესია გამოვიყენოთ, მათი შეტანა საკვებთან ერთად. კერძოდ საკვებს მისი 16–24% –ის (საშუალოდ 20%) ოდენობით უმატებენ კირქვის პუდრას. ტბორში კირქვების შეტანით  მცირდება ლპობის პროცესების კერები და მათ მიერ წარმოქმნილი მჟავე არე გადადის ნეიტრალურში, ხდება წყალში შეტივტივებული ორგანული ნარჩენების დალექვა, გრუნტის გაფხვიერება, რითაც უმჯობესდება აირების მიმოცვლა, ლამიდან  ბიოგენური ელემენტების გადატანა წყლის შრეში, შესაბამისად ტბორებში სასუქის ნაკლები ოდენობა ხდება საჭირო. გარდა ამისა, კირქვები მრავალი დაავადების პროფილაქტიკურ  საშუალებად გვევლინებიან. ცხრილი 35-36.

მელიორაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ტბორებში სასუქების შეტანა. მისი მეშვეობით ტბორებში საგრძნობლად იზრდება ფიტოპლანკტონის და შესაბამისად ზოოპლანქტონის რაოდენობა, რომლებიც წარმოადგენენ თევზის საკვებ ორგანიზმებს. სასუქებს ყოფენ ორ ჯგუფად ორგანული და მინერალური. სასუქების შეტანის პერიოდულობა და ოდენობა დამოკიდებულია როგორც წყლის პარამეტრებზე, ასევე ტბორის ნიადაგზე. წყალმცენარეების და  წყლის მცენარეების რაოდენობა გვევლინება სასუქის შეტანის ინდიკატორად, კერძოდ მათი საკმაო  რაოდენობა მიუთითებს, ტბორში მცენარეებისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების არსებობაზე, ამ შემთხვევაში    სასუქების შეტანა არ არის საჭირო.

  სასუქების შეტანას განსაკუთრებით საჭიროებენ ქვიშნარ და თიხნარ   ნიადაგებზე განთავსებული ტბორები. ასეთ, ნიადაგებზე განთავსებული ტბორები, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანული სასუქებიდან ერთ–ერთის  შეტანას მოითხოვენ ყოველ წლიურად 1002 მ-ზე სასურველია შეტანილი იქნეს 120-150კგ ნეშომპალა, ნაკელის ხსნარი 75-100 კგ ან ქათმის წურწუმა 60-70კგ. სასუქის შეტანას ტბორებში, იწყებენ მაშინ როდესაც წყლის ტემპერატურა აღემატება 12°C-ს, თბილი სეზონის პერიოდში,  სანამ წყლის ტემპერატურა  12 °C –ის ქვევით არ დაიწევს ახდენენ 8-10 შეტანას, სასუქების მაქსიმალური ოდენობა კი შეაქვთ, როდესაც წყლის ტემპერატურა 20°C–ის ზევითაა. შეტანისას ითვალისწინებენ, ელემენტების კონცენტრაციებს წყალში, კეძოდ საჭიროა, რომ აზოტის კონცენტრაცია იყოს არა უმეტეს 2 მგ/ლ–ში, ფოსფორის 0,5მგ/ლ-ში. ფოსფორის შემცვლელი სასუქების შეტანა კარგ ეფექტს იძლევა შავმიწა და  ლამიან ნიადაგზე განთავსებულ  ტბორებში,  ხოლო კალიუმიანი, თიხნარ და ტორფიან ნიადაგიან ტბორებში.  კალიუმის ოქსიდის შეტანის  ოპტიმალური ოდენობაა  30-45 კგ  100 მ2-ზე.

მოკირვის მიზანი ჩაუმქრალი კირი ტ/ჰ–ზე ჩამქრალი კირი ტ/ჰ–ზე
ყოველწლიური მოკირვა    2,0–2,5   3–4
დეზინფექცია დავადებების; კობრის წითურა, დაკტილოგიროზი, ჰიროდაკტილოზი          1 –2,5 ––––––
სარეველა თევზთან საბრძოლველად   1,5–2,5   ––––––
ტბორის გრუნტის გასაუმჯობესებლად      1–2  2–4
წყალში კალციუმის ოდენობის მოსამატებლად      ––––– 1–1,5
გამოსაზამთრებელი ტბორების დეზინფექცია  2,5–3   ––––––
თევზის მასიური დაავადების ლიკვიდაცია             25–30 ორჯერადად

  როგორც, VI თავში ითქვა საქართველოს ბუნებრივ პირობებში, ტბორებში შესაძლებელია კობრისა და ბალახისმჭამელი თევზების მოშენების უწყვეტი ციკლის გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანასუქოდ თევზს გამოვზრდით იმავე ტბორებში, სადაც გამოიზარდენ ერთწლიანები, ამით თავიდან ავიცილებთ, ისეთ შრომატევად და თევზისთვის დამაზიანებელ საქმიანობას, როგორიცაა ამწლიანების დაჭერა და მათი გადასმა სხვა( სანასუქო) ტბორებში.

გამოზამთრების შემდგომ, საჭიროა მოვახდინოთ, თევზების პრევენციული მიზნით ჭერა, რათა არ მოხდეს რაიმე დაავადების გავრცელება. ასევე  კობრის წითელას   თავიდან აცილების მიზნით, უკეთესია თუ გაზახულის სეზონის დაწყებისთანავე,  ტბორეში კობრისნაირებს მივცემთ კომბინირებულ საკვებს, მეთილენის ლურჯით გამდიდრებულს. 2გრ/1კგ საკვებზე, 2 კვირის განმავლობაში.

ტბორებში კობრის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკლებ ყუათიანი  საკვების გამოყენება. (ცხ.37) საკვების მისაცემად იყენებენ ტბორში განთავსებულ  მაგიდებს. ნახ39.  ხსენებული ტექნოლოგიით თევზის გამოზრდის სრული ხანგძლივობა 15–17 თვეს შეადგენს. ცხ.38-39.

ზუთხისნაერთათვის ტბორების ზომა 0,1-დან 4 ჰეტარამდეა, ჩასმის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  1-5 ტონას / ჰ-ზე. სრული წყალცვლა ტბორებში 10 – 30 დღე/ღამეში წარმოებს.ნახ.27.ცხ.40.

ტბორებში, ზუთხისნაერთა საკვებად გამოიყენებენ, როგორც კომბინირებულ საკვებს, ასევე სარეველა თევზს, სარეველა თევზის შემთხვევაში საკვები კოეფიციენტი 7-10-ის ტოლია.    ისევე, როგორც ამაწლიანების გამოზრდისას სასაქონლო თევზის გამოსაზრდელად გამოიყენებენ თბილ წყლიან აუზებს. აუზებში სასაქონლო თევზის საკვებად გამოიყენენენ  გრანულირებულ საკვებებს. ცხრილი 41-43. აუზებში კობრის, ზუთხის, ცისარტყელა კალმახის გამოზრდის ნორმატივები მოცემილია ცხრილ 44-ში.      

ავტორი: ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი