სასურსათო პროდუქტები რაზეც ფასები არ გაიზრდება _ პრემიერის დავალება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

საქართველოს პრე­მი­ე­რ-მინისტრმა გარემოს დაცვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს დაავალა  უზ­რუნ­ველ­ყოს 7 უმ­თავ­რეს სასურსათო პრო­დუქტზე ფა­სე­ბი არ გაიზარდოს.
ამის შე­სა­ხებ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ირაკლი ჩიქოვანის გან­მარ­ტე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მის­ცა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ე­ვა­ლა.

„პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან იქნა გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყოს ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რათა 7 უმ­თავ­რეს პრო­დუქტზე იქ­ნეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და ფა­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ იყო ასა­ხუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას ისეთ მე­ქა­ნიზ­მზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბად ცვა­ლე­ბა­დი ფაქ­სე­ბი იყოს ამ პრო­დუქ­ტებ­თან“, – გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

თა­ვის მხრივ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლებ­ზეც ფასი არ გა­იზ­რდე­ბა.

მი­ნის­ტრის თქმით, ეს პრო­დუქ­ტე­ბია: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და რძის ფხვნი­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

„ჩვენ გვექ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რომ ძი­რი­თად სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის და­ვა­ზღვი­ოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვა­ლუ­ტო რის­კე­ბი”, – აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­ნის­ტრის თქმით, პრი­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით ბიზ­ნეს­თან იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა, რათა ეს მათ­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იყოს.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­თან ერ­თად ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სე­ბი იყოს და­ცუ­ლი. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნე­სი გვჭირ­დე­ბა. შე­ვა­ჯე­რებთ პი­რო­ბებს. ესაა ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს კურ­სის ფლუქ­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­ზღვე­ვას, მაგ­რამ იმ პი­რო­ბე­ბით, რომ ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ბიზ­ნე­სი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ ბიზ­ნესს დე­ტა­ლე­ბი გა­ვაც­ნოთ. შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ, ამას მთავ­რო­ბა და­ამ­ტკი­ცებს. ქვე­ყა­ნა­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლურ და ქმე­დით ნა­ბი­ჯებს დგამს, ისეთს, რო­მე­ლიც არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ გა­და­უდ­გამს“, -აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.