სათბურში კიტრის და პომიდვრის დაავადებები _ დიაგნოსტიკის მეთოდები, პროფილაქტიკა და დაცვა _ მასტერ კლასი

ფიტოპათოლოგი ალიონა კუბასის მასტერ კლასი სათბურში კიტრისა და პომიდვრის დაავადებათა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკა-დაცვის მეთოდებზე.

როგორ უნდა განვსაზღვროთ ბოსტნეულის დაავადებები (კიტრი, პომიდორი) ვიზუალურად, თვალით, თუ არ გვაქვს სათანადო ლაბორატორია და რომელი პრეპარატი  როდის გამოვიყენეოთ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ფერმერმა უდანაკარგოდ მიიღოს მოსავალი. თუ დაავადება არასწორად განისაზღვრა და ფერმერმა იმ პრეპარატებით არ დაამუშავა მცენარე, ეს მარტო ხარჯების ფუჭად გაღებას კი არა, უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს.

ამასთან ექსპერტი განმარტავს, რომ ყოველთვის უკეთესია რჩევა პროფესიონალ მცენარეთა დამცველს ვკითხოთ, მისგან მივიღოთ რჩევები, მივმართოთ ლაბორატორიას და ყოველ 10 დღეში ჩავაბაროთ ნიმუშები, ასე ვთქვათ დავასწროთ დაავადებას, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, მივიღოთ კარგი შედეგი, დაგეგმილი უხვი მოსავალი და სათბურის რენტაბელობაც გავზარდოთ.

მოუსმინეთ ექსპერტს, მისი რჩევა უსათუოდ წაგადგებათ დაიცათ თქვენი სათბურის მცენარეები უკეთესად და მათ მოვლა-მოყვანაზე გაწეული ხარჯი ზემოგებით ამოიღოთ.