საწირე მომავლის სოფელი გახდება

საწირე მომავლის სოფელი გახდება. 5 აპრილის, ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან იმართება პროექტის „საწირე – მომავლის სოფელი“ პრეზენტაცია.

როგორც ”ფორტუნას” პროექტის ავტორებმა აცნობეს, საწირე წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების კურორტს ზემო იმერეთში. საწირის განვითარების სტრატეგია, რომელიც დაწერილია პროფ. დიმიტრი ჯაფარიძის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში სამეცნიერო მივლინებისას, გულისხმობს საწირის, როგორც ტერიტორიული ერთეულის კომპლექსურ განვითარებას. ეს მოიცავს ერთის მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. პროექტის მიზანია სოფლის ახლაგაზრდობისთვის ცხოვრების და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერება.

არსებული ინფორმაციით, პროექტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის მიერ შემუშავებულ 4-პუნქტიან გეგმასთან და ახლახან მიღებულ დადგენილებასთან ქართული სოფლის განვითარების შესახებ.

პრეზენტაცია ჩატარდება „კურორტ საწირის განვითარების ფონდისა“ და სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესის წარმომადგენლები და მედია. განხილული იქნება მიმდინარე პროექტები და მომავლის გეგმები

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.