საზამთროს სასარგებლო თვისებები

საზამთრო ყველას უყვარს _ ტკბილი, წვნიანი ხილი ზაფხულს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის, თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცით, რა სასარგებლო თვისებები ხდის საზამთროს ასეთ მნიშნელოვანს.

საზამთროს უამრავი სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი თვისებები აქვს. შესანიშნავი დამატენიანებელი თვისებები და მსუბუქი ტექსტურა, ამიტომ ხშირად გამოიყენება საბავშვო დამატენიანებელ ზეთებსა და მალამოებში, რომელიც მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცხოველური მჟავებით. ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია, რომელიც საუკეთესოა გულის დაავადებებისა და ინსულტის საწინააღმდეგოდ.სასურველია საზამთროს წვენის მიღება ყოველ დილით და მისი თესლის ჭამაც, რომელიც ორგანიზმს  ცილებით  ამარაგებს.

იმდენად კარგია მისი წვენის მირთმევა სპორტსმენებისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს ამინომჟავებს შეიცავს, რაც ენერგიას მატებს და ეხმარება გულის რიტმის ნორმალურ ფუნქციონირებაში.კიდევ ერთი მთავარი კომპონენტია საზამთროში ლიკოპეინის არსებობა, რომელიც ასევე სხვა დადებით შემადგენლობასთან ერთად აუცილებელიცაა ჯანმრთელობისათვის.საზამთროს ორსული ქალების „მოკავშირედაც“ კი მოიხსენიებენ, რამდენადაც ის ეხმარება ფეხმძიმე ქალებს ღებინების დაძლევაში და მოდუნებული კუნთების გააქტიურებაში.ერთი ჭიქა საზამთროს წვენი დილით ყველაფერია იმისათვის, რომ დაძლიოს ორსულმა ღებინების შეგრძნება და სხვა დისკომფორტი.

როგორც ვიცით, მას მინერალების საბადოსაც უწოდებენ და დიეტის მოყვარულებისთვის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ხილია, რადგან 100 გრამი საზამთრო მხოლოდ 30 კალორიას შეიცავს.მხოლოდ 30 კალორიას?

საზამთროშია ვიტამინების დიდი მარაგი: ვიტამინი A, ვიტამინი B, D კალიუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი და C ვიტამინი. არ დაგავიწყდეთ უმთავრესი – საზამთრო 92 % წყალს შეიცავს. გარდა ამისა, მისი თესლი სავსეა ცილით და ის საუკეთესო ბოჭკოვანი წყაროა.

წყარო: http://vd.facetube.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.