სემინარი ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე
ქალაქ ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.
ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა ფერმერს საშუალებას აძლევს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.
მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფი ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე გეგმავს სპეციალური სამენოვანი ბროშურის გამოცემასაც, რომელიც მომდევნო შეხვედრებზე რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გადაეცემათ.
შეხვედრები ფერმერებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.
სალომე ქარელი,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია