„სენე“ უძველესი ქართული ყველის მრავალფეროვან არჩევანს შემოგვთავაზებს
11 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტს სოფელ თელეთში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველის საწარმო გაიხსნა, საწარმოს თანადაფუძნებელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა.
„სენე“ სხვა საწარმოებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ დაამზადებენ ანას მიერ მოძიებულ და აღმოჩენილ ყველის უძველეს სახეობებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძის თქმით: ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული კვების მრეწველობის დარგს კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ყველის საწარმო შეემატა, რომელიც ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში 146 ათასი აშშ დოლარი აქვთ მიღებული საწარმოში, დაცულია სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნა, უახლოეს მომავალში აპირებენ HACCP-ის სტანდარტის დანერგვას. დღეს HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო ყველის საწარმო ისინი ცდილობენ, რომ ქართული ტრადიციული ყველის ნაირსახეობების წარმოება აღადგინონ და განავითარონ, ამ მიზნის განსახორციელებლად აქ სკოლასაც დაარსდება, სადაც მსურველები უძველესი და მრავალფეროვანი ქართული ყველის სახეობათა დამზადების ხერხს_ტექნოლოგიებს შეისწავლიან.
„სენეს“ გახსნას ესწრებოდა, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი მისი თქმით: საწარმოს გახსნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის მეურნეობის სამინისტროში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ ანის და ვიცი, როგორ ჩაიცვა „რკინის ქალამნები“ საქარველოში მეყველეობის დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, ის დადიოდა კარდაკარ და აღადგენდა ეროვნული ყველის სახეობების დამზადების მივიწყებულ ტექნოლოგიებს, რადგან ქართული ყველი, როგორც ღვინო უდიდესი ისტორიის მქონეა, სწორედ ამ სიმდიდრის მოძიებასა და აღდგენაში შეასრულა ანამ დიდი როლი, აღადგინა გარკვეული სახეობები და ვფიქრობ, ეს არის ძალიან საჭირო და წარმატებული პროექტი ჩვენი ეროვნული კულტურის კონკრეტული წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის.
სხვა უამრავ სტუმართან ერთად საწარმოს გახსნის ცერემონიალს, პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. აგრონიუსთან საუბრისას თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ანი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება შენი ხელებით საკუთარი წარმატება შექმნა.
საწარმოს გახსნას დაემთხვა, იტალიური ტელევიზიის რაი დუეს რეალითი შოუს გადაღებებს დოკუმენტალური ფიმლი -ქართველი ფერმერების საქმიანობის შესახებ.
ანი მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით: სამომავლოდ მესაქონლეობისა და თხის ფერმის აშენებას, მეყველეთა სკოლის გახსნასა და რეკრეაციული ზონის, ნუშის ტყის გაშენებაც გეგმავს.
სალომე კაპანაძე,
agronews.ge