სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ადგილობრივი წარმოების „ბლეკ ჩერი“ (შავი პომიდორი) გამოჩნდება

შემოდგომაზე ასოციაცია „აგორა“იტალიური „ჩერის“ ჯიშის პომიდვრის პირველ მოსავალს მოიწევს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ აბაშიძე აღნიშნავს, მოსავლის აღება შუა სექტემბრიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

აგორა ბაზარზე გამოიტანს შემდეგი ჯიშის პომიდვრებს: „წითელ ჩერის“ (Ciliegia), „ფერთოხლისფერ ჩერის“ (Sel.Fiaschetto), „შავ ჩერის“ (Ciliegino nero), „ყვითელ ჩერის“ (sel.Larosa’s). როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ შავი ჩერი (ბლეკ ჩერი) ადგილობრივ ბაზარზე, უჩვეულო ფერის და განსაკუთრებული არომატის გამო დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

ჯიში „ჩერი“ წვრილნაყოფიანი პომიდვრის ნაირსახეობაა, რომლის სამშობლოც სამხრეთ ამერიკაა. ჩვეულებრივი პომიდვრებისგან განსხვავებით „ჩერის“ ჯიშის პომიდორი დიდხანს ინახება და ინარჩუნებს პირვანდელ საკვებ თვისებებს, იგი ასევ სულ ცოტა ერთნახევარჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ვიდრე ჩვეულებრივი პამიდორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.