შარშან საქართველოდან რეკორდული რაოდენობის აგრარული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან აგრარული პროდუქციის ექსპორტმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

 წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც  2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23.2%-ით აღემატება.

 საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):

♦ აზერბაიჯანი – 120%;

♦ ყაზახეთი – 78%;

♦ უკრაინა- 25%;

♦ ევროკავშირის ქვეყნები – 6%.

  უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):

ქართული ღვინო – 15%;

♦ ცხვრის ან თხის ხორცი – 53%;

♦ უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%;

♦ მინერალური და მტკნარი წყლები- 15%;

♦ სპირტიანი სასმელები – 2%.