შატო მუხრანის 2012 წლის სამეფო რეზერვის (საფერავი) პლატინის მედალი

 შატო მუხრანის 2012 წლის სამეფო რეზერვმა (საფერავი) საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ჯილდო მიიღო: პლატინის მედალი კატეგორიით საუკეთესო ქართული წითელი ღვინო! ჯილდო მივიღეთ დეკანტერის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსადაა აღიარებული. კონკურსზე, სადაც მთელი მსოფლიოდან 17.000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, ნებისმიერი მედლის მიღება დიდ წარმატებას წარმოადგენს. შატო მუხრანს კი ერთერთი უმაღლესი ჯილდო ერგო წილად. კონკურსის წესების მიხედვით, პლატინის მედლის მინიჭება ხდება იმ ოქროს მედალოსანი ღვინისათვის, რომელიც ხელახლა ისინჯება ცალკე კატეგორიაში. განსაკუთრებულია ის ფაქტიც, რომ 2017 წლამდე არცერთ ქართულ ღვინოს ოქროს მედალიც კი არ ჰქონდა მოპოვებული.

როგორც წინა კვირებშიც ვწერდით, ღვინის სფეროში უამრავი საერთაშორისო კონკურსია მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან მნიშვნელობით გამოსაყოფია სამი, რომლებიც ბრიტანეთში ტარდება: International Wine Challenge (IWC), International Wine & Spirits Competition (IWSC) და ყველაზე მნიშვნელოვანი – Decanter World Wine Awards (DWWA). წინა ორის მსგავსად, შატო მუხრანი დეკანტერის კონკურსზეც 6 ღვინით იყო წარმოდგენილი წელს და ამ შემთხვევაშიც, ექვსივე ღვინომ მიიღო ჯილდო! ჩვენი ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სამეფო რეზერვი (წითელი) 2012: პლატინა (კატეგორია: საუკეთესო ქართული წითელი ღვინო)
  • სამეფო რეზერვი (თეთრი) 2013: ვერცხლი
  • საიდუმლო კოლექცია (თეთრი) 2014: ბრინჯაო
  • საფერავი 2013: ბრინჯაო
  • რქაწითელი სუპერიორი 2015: ბრინჯაო
  • საიდუმლო კოლექცია (წითელი) 2014: რეკომენდებული

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ შატო მუხრანის მიერ მოპოვებული ჯილდოს (კატეგორია Best Georgian Red, საფასო კატეგორია: 15 ფუნტზე მეტი) გარდა, წელს კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მსგავსი პლატინის მედალი (Best Value Georgian Red, საფასო კატეგორია: 15 ფუნტამდე). შატო მუხრანი ამ წარმატებას მთელ საქართველოს ულოცავს!

წყარო: https://www.facebook.com/ChateauMukhrani/?ref=ts&fref=ts

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.