შიდა ქართლის ფერმერებს საზაფხულო ვაშლის სიიაფე აწუხებთ

საზაფხულო ვაშლის მწარმოებლები უკმაყოფილონი არიან ფასით, რაც წლევანდელ სეზონზე ბაზარზე ფიქსირდება.

როგორც ქარელის მკვიდრი გიგი ამბოკაძე ამბობს, ფერმერები ვერ ახერხებენ უმაღლესი ხარისხის ვაშლიც კი 50 თეთრად (0,18$) ჩააბარონ. გასული წლის წაყინვებმა შიდა ქართლში, რომელიც საქართველოში ვაშლის ძირითადი მწარმოებელია,  თითქმის მთელი მოსავალი გაანადგურა, წლეულს უხვი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ამჯერად ფერმერები ვაშლის რეალიზაციის პრობლემას აწყდებიან.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაშლის ფასი ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა, ამბობენ ფერმერები. საადრეო ვაშლზე მოთხოვნის შემცირება, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საზაფხულო ვაშლს ამ პერიოდში სხვა ხილი: ატამი, ქლიავი, ვაშლატამა, საზამთრო, ნესვიც უწევს  კონკურენციას, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაც, რაც საბოლოო ჯამში საადრეო ვაშლის ბაზარს მნიშვნელოვნად აზარალებს.

საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველოში 19,7 ათასი ტონა ვაშლი მოიკრიფა, 2016 წელს _ 65,2 ათასი ტონა.

2017 წელს შიდა ქართლში 10,7 ათასი ტონა ვაშლი მოიკრიფა. წლეულს კიდევ უფრო უხვ მოსავალს ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.