შუახევის ათი იალაღი მალე ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი გახდება
შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.
შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ინფორმაციით აღნიშნულ იალაღებთან ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზი მიყვანილია და ყველგან დამონტაჟებულია ტრანსფორმატორი: „ტენდერით დაგეგმილია მხოლოდ შიდა ქსელის მოწყობა, ანუ დენის მიყვანა თითოეულ სახლამდე [იაილამდე]. ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული გამრიცხველიანება“.