შვეიცარიელები პესტიციდის გამომყენებელი ფერმერების წინააღმდეგ

ეკოლოგიური პეტიციის სასარგებლოდ საზოგადოების მოძრაობის წევრებმა  უზარმაზარი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს.

კამპანიის მონაწილეებმა ხელისუფლებას გადასცეს 114 420 შვეიცარიის მოქალაქეების ხელმოწერა, რომელიც იწონებს ინიციატივას “სუფთა სასმელი წყალი და ჯანსაღი საკვები“, რომელიც მიმართულია იმ ფერმერების პირდაპირი სუბსიდირების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს.

ინიციატივის ტექსტში ნათქვამია, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სოფლის მეურნეობამ მოსახლეობა მოამარაგოს უსაფრთხო საკვები პროდუქტებით და სუფთა სასმელი წყლით. ასევე ინიციატივის ორგანიზატორები მოუწოდებენ მთავრობას იმ ფერმერებსაც შეუმციროს სუბსიდირება, რომლებიც არ მისდევენ ორგანულ სოფლის მეურნეობას.

შვეიცარიაში არსებული კანონების თანახმად შვეიცარიელი ფერმერები დღეს 2.8 მილიარდი შვეიცარულ ფრანკის მოცულობის სუბსიდიას იღებენ.

პეტიციის ავტორების აზრით, ფულადი დახმარება უნდა მიეცეს მარტო იმ ფერმერებს, რომლებიც „არსებული ეკოლოგიური მომსახურების“  სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნას ასრულებენ, ხელს უწყობენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ჰუმანურ მეცხოველეობას, იცავენ სწორ თესლბრუნვას, არ იყენებენ პესტიციდებს და პირუტყვს ზრდიან თავიანთ ფერმაში მოწეული საკვებით.

წყარო: www.swissinfo.ch

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.