„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“
დღეს 25 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას“ პრეზენტაცია გაიმართება. სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში შვეიცარელებს 33 ყველის საწარმო და ასევე შვეიცარიული სკოლაც ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებისა და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა – პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.
კოლეჯის ძირითადი საქმიანობაა 3 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.
თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.
სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.
პროექტის ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კოლეჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან. ასევე, დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით, აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან.
შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში სასწავლო პროცესი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.
კოლეჯის გრძელვადიანი მიზანია 10 წლის შემდეგ 100 ძლიერი პროფესიონალი ფერმერი გაუზარდოს საქართველოს.
_______________________________________
On 25th of September, a presentation of the Swiss Agricultural School Caucasus (SASC) will be held in the village of Sarkineti, Dmanisi municipality. The school is an unprecedented, nonprofit private initiative in Georgian VET education system; it is the result of many years of work of Mikheil Svimonishvili, Tinatin Makharadze and their Swiss like-minded partner Philipp Egger. The college, which specializes in cattle breeding, dairy and cheese processing, is set up according to the Swiss standards.
It is worth mentioning that in the 19th century the Swiss operated 33 cheese dairies and a Swiss school in Kvemo Kartli. To revive this history and to establish the highest standards in agricultural vocational education, one of the most prominent agricultural schools in Switzerland – Plantahof has been selected as the main partner of the project.
lantahof will support SASC in the following aspects: broad concept development, transfer of knowledge, curriculum development, settings for cheese dairy and the farm, training of employees/teachers.
SASC’s main activity is a three-year VET program in cattle breeding and milk processing. In addition, farmers and amateurs will have an opportunity to take short-term professional courses.
Along with theoretical courses, the school will offer practical trainings for students as well. For this purpose, a dairy farm and a modern cheese factory will be built on the college premises. Under the supervision of professional teachers, students will carry out daily farm activities themselves: prepare feeding for the farm, work in the laboratory, process milk, produce and sell dairy products in the school-owned store.
The school infrastructure also includes a campus for 30 students and a small hotel for the invited foreign teachers.
The project is implemented by the private financial initiative; “Swiss South Caucasus Foundation” (SSFC), a private Swiss fund active in science and education for over 20 years, is also an important financial partner. The project is carried out with the support of the Embassy of Switzerland in Georgia . SASC also actively collaborates with the Minister of Environment Protection and Agriculture of Georgia Mr. Levan Davitashvili; the Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia and Georgian Farmers’ Association. SASC is also actively negotiating with various donor organizations to attract additional resources. The project team is open to further cooperation.
The Swiss Agricultural School Caucasus will start the education program in the fall semester of 2020.
The long-term goal of the college is to educate 100 strong, professional farmers in Georgia in a 10-year period.