სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში ზეთისხილის მოსავლის აღება და გადამუშავება დაიწყო

სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამმუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში სადაც  800 ადამიანია დასაქმებული, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად  ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო  პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს.  ასეთი პროგრამები ხელს უწყობს  საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინსტრმა ლევან დავითაშვილმა, სწარმოო პრეცესში მონაწილეობის დროს.

კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში, მევენახეობის პარალელურად, ზეთისხილის პლანტაციების გაშენების მიმართ ადგილობრივი მეწარმეების დაინტერესებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალს იღებენ.

საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლოს. უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და  დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს  გეგმავს.

ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის.

ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების პროცესს, მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და იური ნოზაძე, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე გაეცნენ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.