სიღნაღის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში  შექმნილი ახალი საწარმო სრულად ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი მეურნეობა, რომლის მფლობელიც ინდ. მეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს.

მარცვლეულის შესანახ მეურნეობაში  6 000 ტონა მარცვლეულის დაბინავებაა შესაძლებელი.

საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული.

მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია.

საწარმოში მთლიანად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი – ფერმერის ინვესტიცია.

დღეს საწარმო მზადაა ადგილობრივ და მეზობელი რაიონის ფერმერებს მოსავლის ხარისხიანად დაბინავება-შენახვაში დაეხმროს.