სკები ლიქოკის ხეობელი ძმებისთვის
გაგას და გიას – ძმებს ლიქოკის ხეობიდან, რომლებიც მეფუტკრეობაზე ოცნებობენ, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ჭალაისოფელში ეწვივნენ.
მინისტრი თუ გვესტუმრებოდა, არ ველოდით. ასეთი დიდი თანამდებობის პირი აქ არასდროს ყოფილა. შობა-ახალი წელი მოგვილოცეს, ძალიან გაგვიხარდა. 10 სკა, კომპიუტერი და წიგნები გვაჩუქეს.
ამ სკებს ავაწყობთ და ფუტკარს გავამრავლებთ. მერე ფუტკარი თაფლს მოგვცემს. ეკოლოგიურად სუფთა თაფლი ბევრს უნდა, ძალიან სასარგებლოა გავყიდით, ფულს შევაგროვებთ და პატარა, ლამაზ სახლს ავაშენებთ.
დღესვე მინისტრმა ბავშვებსა და მათ მშობლებს ახალ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების მხარდასაჭერად 2019 წლიდან დაიწყება. პროგრამა მთაში მესაქონლეობისა და ეკოტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს.
წყარო: მთის ამბები / mtisambebi.ge