სოიოს მსოფლიო მწარმოებელ ლიდერთა სამეული
ახალ მარკეტინგულ წელიწადს ბრაზილიამ შეიძლება, მთავარი მოწინააღმდეგე _ აშშ შეავიწროვოს.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მაისში გაკეთებული პროგნოზით ბრაზილიაში სოიოს სავარაუდო მოსავალს 117 მილიონი ტონით აფასებს, რაც წინა თვის, აპრილის პროგნოზს 2 მილიონი ტონით სჭარბობს.
სოიოს წარმოება აშშ-ში გასული წლების დონეს ინარჩუნებს _ 119,5 მილიონი ტონა, რაც ამერიკას მსოფლიოში სოიოს უმსხვილეს მწარმოებლად ხდის.
2018-2019 ფინანსურ წელს კი ის ბრაზილიამ, სადაც სოიოს ნათესი ფართობები ყოველწლიურად იზრდება, შეიძლება ჩააჩოჩოს.
სოიოს საერთაშორისო ბაზარზე მესამე მსხვილი მოთამაშე არგენტინაა. წლევანდელი უამინდობის გამო აშშ. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა არგენტინის სოიოს საპროგნოზო მაჩვენებელი მაისის ბოლოს ერთი მილიონი ტონით შეამცირა. ე.ი. წლეულს არგენტინაში სოიოს მოსავალი დაახლოებით 39 მილიონი ტონის ფარგლებში იქნება.
წყარო:Topagrar.com