სომხეთი_ სათბური ზღვის დონიდან 1800 მეტრზე
იტალიურმა ფირმა «Idromeccanica Lucchini» სომხეთში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე თანამედროვე ტექნოლოგიური სათბური ააშენა. კომპანია «Idromeccanica Lucchini» კარგად არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს პროექტი მისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სათბური მთაში, რთულ მეტეოროლოგიურ ზონაში 20 ჰექტარზეა აშენებული.

იოლი არ არის 11 თვის განმავლობაში ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზე სათბურში ოპტიმალური კლიმატური პირობების დაცვა, თან ისე, რომ სათბური ეკოლოგიურად გამართული იყოს, ხოლო წარმოება _ მომგებიანი.
სათბურის სიმაღლე 8,5 მეტრია, გადახურულია ფოტო-სელექტური ფირით, რომლის გასათბობად იქვე ახლოს მდებარე ბუნებრივი თერმული წყალი გამოიყენება.
სათბურში უკვე ორი მოსავალი მოყვანა მოესწრო, მფლობელები შედეგით კმაყოფილები არიან. მოსავლის მოყვანის ციკლი გრძელდება აგვისტოდან ივნისამდე და ზამთრის პერიოდშიც კი ხელოვნური განათება საჭირო არ არის, რადგან ფოტო-სელექტური ფირი კარგად ატარებს ბუნებრივ სინათლეს.

სათბურში მოწეული პამიდორი მფლობელს მთლიანად რუსეთში გააქვს.

იტალიური სათბური აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რომელიც უზრუნველყოფს, წვეთოვანი მორწყვის, ჰაერის ტენიანობის, PH-ის, კლიმატ-კონტროლის და სხვა ხელსაწყოებით.
ფირმა «Idromeccanica Lucchini» სასათბურე მეურნეობის აგრონომებს და სხვა სპეციალისტებს ეხმარება სათბურის მართვის თანამედროვე სისტემების ათვისებაში.
სათბური გაშენებულია ეკონომიკურად განუვითრებულ რეგიონში და 200 ადამიანს ასაქმებს.
წყარო: EastFruit