სომხეთი სასაზღვრო ტერიტორიული თემებისთვის სპეციალური სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

სომხეთის მთავრობა სასაზღვრო რაიონებისთვის  სპეციალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც საზღვართან ახლომდებარე თემებში სოფლის მეურნეობის განვითარებას  შეუწყობს ხელს _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა იგნატ არაქელიანმა საერთაშორისო ირგანიზაცია Oxfam-ის სომხეთის ოფისის მიერ სომხეთის სოფლის-მეურნეობის ალიანსთან ერთად ორგანიზებულ ფერმერთა კონგრესზე. არაქელიანის განცხადებით აუცილებელია იმის გაგება, რა პოტენციალი აქვს სასაზღვრო თემებს და რა სჭირდებათ მათ, რა პორიორიტეტები აქვთ.

„გადაწყვეტილებას მივიღებთ კლიმატური და ტერიტორიული მახასიათებლების საფუძველზე“ აღნიშნა, რომ მთავრობა განიხილავს იჯარის პროგრამას, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იაფი საპროცენტო განაკვეთებში შეიძინონ. მისი თქმით, საწყის ეტაპზე გადასახდელი  მთლიანი თანხის 20% იქნება, ხოლო საიჯარო ვადა დამოკიდებული იქნება შეძენილი ტექნიკის ტიპზე (3-დან 10 წლამდე),  თუმცა საპროცენტო განაკვეთები 2-3%-ზე მეტი არ იქნება.

წყარო: armenpresი  2017 წელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.