სომხური ყველი თბილისის ბაზარზე კარგად იყიდება

ღარიბიანს საკუთარი ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო აქვს. მან თბილისის ბაზარზე ყველის  შემოტანა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მისი აზრით, მომხმარებელს თუ პროდუქტს მისაღებ ფასში შესთავაზებ, მყიდველს ყოველთვის იპოვი.

„კარგია რომ საქართველო თავის ბაზარს ხელოვნურად არასდროს კეტავს, აქ საბაჟოს სირთულეების გარეშე შემოვდივარ და კილოგრამ ყველს 13 ლარად ვყიდი. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირების და საბაჟო ხარჯი, ჯერჯერობით ეს ბიზნესი მომგებიანია”, – განმარტავს ღარიბიანი.

სომხური ყველის შოვნა თბილისის ბაზრებში არც ისე რთულია. სომხეთიდან ღარიბიანის გარდა საქართველოში ყველი  ჩრდილოეთ სომხეთში მოქმედი რამდენიმე საწარმოდანაც შემოაქვთ, რადგან ეს მოსახერხებელია, თბილისი ახლოსაა.

ღარიბიანს სურს, რომ თბილისის სუპერმარკეტებს მოელაპარაკოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საჭიროა ყველის დიდი რაოდენობით, სტაბილურად მიაწოდოს ბაზარს, ამ მხრივ პრობლემა არ შეიქნება.

სომეხმა მეწარმემ თავისი ბიზნესის განვითარებისთვის მეწარმემ  ავსტრიისა და შვეიცარიის მიერ მხარდაჭერილი მესაქონლეობის განვითარების პროგრამით ისარგებლა, რასაც სომხეთის  „განვითარების სტრატეგიული სააგენტო” ახორციელებს.

ფერმერმა აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი თავად შეიძინა. საქართველოსთან კავშირები კი მისთვის ჩვეული საქმეა. არდენისიდან საქართველოს საზღვრამდე 20 წუთის სავალია, იქ კი ეთნიკური სომხებით დასახლებული ადგილი და ღარიბიანი წარმოშობით თავადაც აქედანაა.

წყარო : sputnik-georgia.com