სოფელ ჩუმლაყში „ხილის ფესტივალი 2019“ გაიმართა
კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაციის და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერების და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში „ხილის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული როგორც ნატურალური წვენები, ასევე ალკოჰოლური და მინერალური სასმელები სასმელები.

„ხილის ფესტივალი 2019“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის „ვიზით კახეთი“ მხარდაჭერით ჩატარდა.