სოფლის მეურნეობა _ 2017-2026 წლები – FAO-OECD-ის ერთობლივი დოკუმენტი

10 ივლისი, 2017 წელი, პარიზი/რომი – გლობალური ფასები საკვებზე, წინა პიკებთან შედარებით,  მომავალი ათწლეულის განმავლობაში დაბალი  დარჩება, რადგანაც მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდის შენელება, ასევე ბიოენერგიის გავლენა ბაზარზე შემცირდება, ნათქვამია OECD-ისა და FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის შეფასების (2017-2026 წწ.) დოკუმენტში.

OECD-FAO-ს სოფლის მეურნეობის 2017-2016 წლების ხედვის თანახმად მარცვლეულის მარაგების შევსების დასრულებამ  გასული ათწლეულის განმავლობაში, სხვა დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დიდ მარაგებთან ერთად, მსოფლიოში საკვებზე ფასების ზრდა უნდა შეაფერხოს და რომელის სავარაურდოდ  2007-08 წლების სასურსათო კრიზისამდე არსებულ მაჩევენებლებს უნდა დაუბრუნდეს.დოკუმენტის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე საკვების მოთხოვნა მსოფლიოში იგივე დარჩება, გარდა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა. დამატებითი კალორიების და პროტეინის მოხმარების წყარო ძირითადად იქნება მცენარეული ცხიმები,შაქარი და რძის პროდუქტები. მოსალოდნელია ხორცზე მოთხოვნის შემცირება, ახალი მოთხოვნის არ არსებობის პირობებში, რომელიც ადრე ჩინეთის მხრიდან იყო.

2026 წლისთვის, შეფასების თანახმად, ერთი ადამიანის მიერ დღიურად მიღებული კალორიები მიაღწევს 2 450 კკლ. ყველაზე ნაკლებად განითარებულ ქვეყნებში და 3 000 კ/კლ გადააჭარბებს სხვა განვითარებად ქვეყნებში. სურსათის ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება გლობალურ პრობლემად, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ, საერთაშორისო მიდგომას, ნათქვამია დოკუმეტში.

მომავალში მარცვლეულის წარმოების ზრდა მოსავლიანობის ზრდის ხარჯზე მოხდება – სიმინდის მარცვლის წარმოების ზრდის 90% მოხდება მოსავლიანობის ზრდის ხარჯზე და მხოლოდ 10% დამუშავებული მიწების ფართობის ზრდის ხარჯზე.

ხორცის და რძის პროდუქტების წარმოების ზრდა კი, მოსალოდნელია როგორც საერთო სულადობის, ასევე თითოეულ პირუტყვზე პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე მოხდეს. რძის წარმოების ზრდა დაჩქარდება წინა ათწლეულთან შედარებით, ძირითადად პაკისტანსა და ინდოეთში. აკვაკულტურა თევზის სექტორში ზრდის მიხედვით დომინანტი იქნება და თევზის ფერმერული წარმოება იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი პროტეინის წყარო დოკუმენტში გაანალიზებულ პროდუქტებს შორის.

სოფლის მეურნების პროდუქტებითა და თევზით ვაჭრობის ზრდა, შეფასების თანახმად, შენელდება და გასულ ათწლეულთან შედარებით განახევრდება და იქნება საშუალოდ, წლიურ  2%-ზე ნაკლები მოცულობებში, ძირითადი პროდუქტების შემთხვევაში. თუმცა, სხვა სექტორებთან შედარებით, სოფლის მეურნების პროდუქტებით ვაჭრობა ნაკლებად მგრძნობიარე იქნება ეკონომიკური შოკების მიმართ. თითქმის ყველა პროდუქტისთვის ექსპროტი კონცენტრირებული იქნება რამოდენიმე მიმწოდებელ ქვეყანაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების შოკები მსოფლიო ბაზარზე.

ფოკუსი სამხრეთ აზიაზე

ყოველწლიურად დოკუმენტში მოცემულია განსაკუთრებული ნაწილი, წელს ის სამხრეთ აზიას მოიცავს.

ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო და სოფლის მეურნეობისა და თევზის სექტორები სწრაფად განვითარდა რეგიონში. დოკუმენტის თანახმად ამგვარმა, ფართო ზრდამ ხელი შეუწყო სურსათის ხეელმისაწვდომობას გასულ წლებში, თუმცა სოფლის მეურნეობისა და თევზის, კერძოდ კი ექსპორტზე ორიენტირებულმა თევზისა და პალმის ზეთის სექტორების ზრდამ, გაზარდა ბუნებრივი რესურსების გამოყენება.

დოკუმენტის თანახმად, მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება სამხრეთ აზიაში შეამცირებს პალმის ზეთის წარმოების ზრდას. სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობა გააგრძელებს ზრდას, მაგრამ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დამუშავებული მიწის ნაკვეთების ფართობების ზრდა მხოლოდ 10%-ით არის შეფასებული, გასულ ათწლეულში 70%-იან ზრდასთან შედარებით.

გაუმჯობესებული რესურსების მენეჯმენტი და მეცნიერული კვლევები იქნება საჭირო მდგრადი პროდუქტიულობის მისაღწევად სოფლის მეურნეობის სექტორში. ბრინჯის წარმოების მხარდაჭერა ასევე შეიძლება გადაიხედოს, სოფლის მეურნების დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად. თუ გავითვალისწინებთ რეგიონის სენსიტიურობას კლიმატური ცვლილებების მიმართ, ადაპტაციის ხელშესაწყობად საჭირო იქნება ინვესტიციები.

სხვა მნიშვნელოვანი შეფასებები დოკუმეტიდან:

  • დაბალშემოსავლიანი მომხმარებელების დიდი ჯგუფი ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოთხოვნის 1%-იან ზრდას (გასული ათწლეულის 6%-იან ზრდასთან შედარებით)   მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნებს;
  • ერთ სულ მოსახლეზე შაქრის მოთხოვნა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელია გასული ათწლეულის 5.6%-იან ზრდასთან შედარებით, უფრო სწრაფად, 8.1%-ით გაიზარდოს;
  • შეფასების თანახმად, ინდოეთი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება 2026 წლისთვის, მაღალი და კვლავ მზარდი რძის მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე, მოსალოდნელია, რომ ინდოეთის წილი მსოფლიოში რძის წარმოების ზრდაში იქნება 42% მომდევნო ათწლეულის განმავლობაში;
  • ბიოენერგიის წარმოება გაიზრდება 17%-ით მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, გასულ ათწლეულში 90%-იან ზრდასთან შედარებით;
  • მოსავლიანობის ზრდა განაპირობებს ხორბლის წარმოების ზრდის 85%-ს და სიმინდის წარმოების 90%-ს, დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა კი შენარჩუნდება 2%-ზე. სხვა მარვცლეულისგან განსხვავებით, სიოს ნათესების ფართობის ზრდა მოსალოდნელია 14%-ით, ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, რომელიც მსოფლიო წარმოების ზრდის 60%-ს მოიცავს;
  • შეფასების თანახმად, 2026 წლისთვის ჩინეთსა და სამხრეთ აზიაში მოხმარებული პროტეინების წყაროს ნახევარი თევზი იქნება;
  • აკვაკულტურიდან თევზის წარმოება გადააჭარბებს თევზჭერიდან წარმოებული თევზის რაოდენობას პროგნოზის შუა პერიოდისთვის.

წყარო: www.fao.org