სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2019 წელს რამდენიმე ახალი პროექტი დაიწყება
2019 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რამდენიმე ახალი პროექტი დაიწყება, აცხადებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
როგორც ბატონი გიორგი ამბობს, ერთ-ერთი პროექტია სამაცივრე მეურნეობების განვითარება, სადაც სახელმწიფოს მხრიდან 50%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
ასევე ახალია დასავლეთ საქართველოში სასათბურე მეურნეობის მშენებლობის პროექტი, რისთვისაც 2 მილიონი ლარი გამოიყოფა, საერთოდ კი პროექტი, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარს ითვალისწინებს.
როგორც, ბატონი გიორგი ხანიშვილი ამბობს, ახალ მასშტაბებს შეიძენს კენკროვანი კულტურები გაშენების პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება, პროექტის არეალი გაფართოვდება.
პროგრამები გაფართოვდება მეცხოველეობის განვითარების მხრივაც.
იფადის კრედიტითა და საგრანტო პროგრამის შთამბეჭდავი პროგრამა დაიწყება მეცხოველეობის, მერძევეობის დარგის განვითარების მიმართულებით.
პროექტი 2019 წელს დაიწყება და 120 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ასევე, როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, 2019 წელს საქართველოს მთავრობა, გააგრძელებს ყველა იმ პროექტს, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხორციელდებოდა, იგი უფრო გაფართოვდება და მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე გასულ წლებში იხარჯებოდა.