სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა

თბილისში, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ 2017 წლის 20, 21 და 22 ნოემბერს,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები.

საერთაშორისო გამოფენაში 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია  მონაწილეობს. მათ შორის,  ბელარუსი მწარმოებლები, რომლებიც  გამოფენაში ასეთი მასშტაბით პირველად არიან წარმოდგენილნი.

გამოფენა ორგანიზებულია ბელარუსის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაერთიანებული საგამოფენო ორგანიზაციის „ბელინტერექსპო” და ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით.

ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა „Made in Belarus” წარმოადგენს 9 კომპანიას: დაფასოებისა და მეფრინველეობის ქარხნებს, უმსხვილეს ეროვნულ საკონდიტრო საწარმოებს, ძეხვეულის პროდუქციას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, ბავშვთა კვებას და ვიტამინიზირებულ დაკონსერვებულ საკვებს მეძუძური დედებისთვის.

გამოფენა 20 ნოემბერს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში  10:00 დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.