SOS! ფერმერებო, ნუ გადაწვავთ საკუთარ და სხვის ქონებას!
მინდვრების გადაწვის ერთ-ერთი მიზეზია, თითქოს ფერმერებს სურთ გარკვეული ხარჯი დაზოგოს და ზედმეტი შრომა არ მოუწიოს, თუმცა ეს მითია. პირიქით, ნამკალის გადაწვით ფერმერი შესაძლო დანაზოგისგან განსხვავებით შეუდარებლად დიდ ზიანს აყენებს საკუთარ სავარგულს, ანადგურებს ბუნებას.
მაღალი ნაწვერალი რომ არ დარჩეს, ყანის აღების დროს კომბაინის ხედერი მაქსიმალურად დაბლა უნდა დაწიოს, რომ მეტი მცენარეული მასა მოხვდეს მასში და დანაკარგი იყოს მინიმალური, მეორე გამოსავალია – ყანის აღებიდან მალევე მოხდეს ამ ტერიტორიის გადახვნა, სასურველია აგვისტოში ან სექტემბრის პირველ ნახევარში, რათა სარეველები არ მომძლავრდეს ყანაში.
მაღალი ნაწვერალი რომ არ დარჩეს, ყანის აღების დროს კომბაინის ხედერი მაქსიმალურად დაბლა უნდა დაწიოს, რომ მეტი მცენარეული მასა მოხვდეს მასში და დანაკარგი იყოს მინიმალური, მეორე გამოსავალია – ყანის აღებიდან მალევე მოხდეს ამ ტერიტორიის გადახვნა, სასურველია აგვისტოში ან სექტემბრის პირველ ნახევარში, რათა სარეველები არ მომძლავრდეს ყანაში.

დღესაც ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, როგორც საძოვრებისთვის ისე დაცული ტერიტორიებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ხშირად დიდ ზიანს აყენებს მას.
მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხანძრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ამ ტერიტორიების შემოგარენში არსებულ სახნავ მიწებზე კერძო პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი პრაქტიკა. ისინი მოსავლის აღების შემდეგ, ფართობის სახნავად მომზადების მიზნით, ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებენ და წვავენ, ვინაიდან ფერმერები ნაკვეთის პერიმეტრზე არ უკეთებენ ორმაგი ხნულის დამცავ ზოლს, ამიტომ ცეცხლი უკონტროლოდ ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიებზე და ხშირად დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც იჭრება.
მარცვლეული კულტურების აღების შემდეგ, ქართველი ფერმერების მავნე ჩვევა გადაწვან საძოვრები, უკვე წლებია საზოგადოების განსჯის საგანია, მაგრამ ამ საქმეს ვერაფერი ეშველა. ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე მეორდება. ეს ხდება, როგორც დაცული ტერიტორიებზე, ასევე გარეთ მდებარე ბუნებრივ საძოვრებზეც. ასეთი ხანძრების გავრცელების არეალი ხშირად ასეულობით ასეულობით ჰექტარს მოიცავს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გადამწვარა რამდენიმე ათასი ჰექტარი საძოვარი და იქ განლაგებული მეცხოველეობის ფერმებიც. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
ხანძრის მიზეზი იშვიათად ხდება ვიზიტორების დაუდევრობაც (გადაგდებული ანთებული სიგარეტი, ჩაუმქრალი კოცონი და სხვა).
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ამ მიმართულებითაც საზოგადოებაში და კერძოდ ფერმერებში არ არის სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები ასეთი პრაქტიკის მავნეობის შესახებ.
ხანძრის დროს გარდა იმისა, რომ ნადგურდება მიწისზედა მცენარეულობა, აუნაზღაურებელი ზიანი ადგება ნიადაგის ჰუმუსს-მასში არსებულ მიკროფლორას და მიკროფაუნას. არადა 1სმ ნიდაგის ფენის წარმოქმნას 200 წელი სჭირდება. ასეთი პრაქტიკა მკაცრად დასჯადი უნდა იყოს!
ამიტომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, ფერმერების განათლების დონის ამაღლება და იმ სავალალო შედეგების გაცნობა-გაცნობიერება, რაც ასეთ მავნებლურ პრაქტიკას მოაქვს.
ფერმერებო, ნუ გადაწვავთ საკუთარ ქონებას!
მიწა ცოცხალი ორგანიზმია და ცეცხლი, როგორც ყველაფერს ცოცხალს არსებას, მასაც ასევე ულმობლად ანადგურებს!