SOS! ცოცხებით ფაროსანას წინააღმდეგ

 ქალბატონი მანანა ტონია, ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ  დაურიგეს მოსახლეობას, ფეისბუკზე გულისტკივილიან სტატუს აქვეყნებს და ხალხს მიმართავს:
„ხალხო, ამდენ ხანს არ ვთქვი, არ მინდოდა ხასიათი გამეფუჭებნა თქვენთვის!
ალბათ ერთი თვის წინ, ჩამოიარა სანეპიდსადგურმა ჩემს ქუჩაზე. დაგვირიგეს ფაროსნების მოსაკვდინებელი წამალი, მთელი ერთი ლიტრა. აღრიცხეს, რამდენს რამდენი მისცეს, ჩაინიშნეს პირადობის ნომრები და დაგვიბარეს, როცა გაზაფხულდება, მარტის დასაწყისში შეგვეწამლა ხეხილი.
მე არ ვიყავი სახლში და რომ შევეკითხე მეზობლებს, როგორ უნდა შევწამლოთთქო, მითხრეს, რომ თუ გაქვს „პულევიზატორი“ ხომ კაი, და თუ არ გაქვს, ცოცხით მიასხურებ ხეებსო.
ცოტა კი ჩავფიქრდი, ამოდენა ხეებს ცოცხით როგორ მივასხუროთქო, ან ამოდენა პულევიზატორი, რომლის შეძენასაც სოლიდური თანხა სჭირდება, ვის აქვს სახლში?
დღეს მოვიცალე და ინსტრუქცია გადავშალე. რას ვხედავ მეგობრებო?!

უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია შეწამვლის დროს, ადამიანს ეცვას წყალგაუმტარი ტანსაცმელი, ჩექმები, ნიღაბი და სათვალეები. არ უნდა დაესხუროს მწვანილს და საჭმელ პროდუქტებს ბოსტანში. ახასიათებს საშინელი მომშხამველი სუნი და თუ ახლოში ფუტკარია, სულ გაანადგურებს.

 მითხარით ახლა, წამლის ასეთ დარიგებას თუ აქვს აზრი და რას ემსახურება გაუხსნელი წამლის ბოთლი, რომელიც  ჩულანში მიდევს?

ასე დაიხოცებიან ფაროსნები?! 

ვინ არის ეს ხალხი, კაცო, გადავირიე, უნდათ, რომ ხალხი დახოცონ?!

ხომ შეიძლება, ვინმემ მართლაც გახსნას წყალში და ცოცხით მიასხუროს ხეებს, მერე ვინ აგებს პასუხს?! 

აი, მითხარით რამე! გასკდა ტვინი ფიქრით და გული უმოქმედობით!

გაზაფხულდება ახლა და დაიწყება კიდევ ფაროსნების შემოსევა.

არანაირი მოსავალი აღარ იქნება წელსაც!“

წერს ქალბატნო მანანა ტონია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.