სტარტაპით ნაპოვნი ნოუჰაუ _ სოკოს მიცელიუმზე დამზადებული ქსოვილი შეიძლება ბუნებრივი ტყავის სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდეს

მსოფლიოში ახალი სოკო მსოფლიოში დიდი ხანია უკვე პოპულარობით სარგებლობს.  ყოველდღიურად ათასობით ტონა სოკო და სოკოს პროდუქტები იწარმოება და იყიდება, მაგრამ ბოლო დროს სოკოს მიცელიუმით შექმნილმა ტყავის შემცვლელმა დიზაინერების და საგალანტერიო ინდუსტრიისთვის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო. აღმოჩნდა რომ მიცელიუმით მიღებული მასალას ტყავის ჩანაცვლება შეუძლია.

ჰოლანდიური მოდის ცნობილი ბრენდი Myomy do goods ჰოლანდიური მოდური ბრენდი, რომელიც ცნობილი დიზაინის ხელჩანთებს Fairtrade-ს უშვებს, სოკოს ამ თვისებით დაიტერესდა და მისგან მოდის მოყვარულთათვის ბრწყინვალე აქსესუარი შექმნა.

უახლოეს დროში ისინი My Paper Bag-ის სოკოს მიცელიუმისგან დამზადებული ხელჩანთების პრეზენტაციის გამართვას აპირებენ.

„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ, არატრივიალურ იდეებს. და ამ ძიებაში, სრულიად მოულოდნელად ამერიკულ სტარტაპში ეს იდიეა აღმოვაჩინეთ, რაც თავიდან დაუჯერებლად გვეჩვენა. სტარტაპის ავტორებს გამოტანილი ჰქონდათ ნოუ-ჰაუ, სოკოს მიცელიუმიდან მიღებული ქსოვილი, ტყავის შემცვლელი მასალა“ _ ამბობს მარია ბაასი, Myomy do good-ის დამფუძნებელი.

„Stichting Doen Myomy-სთან თანამშრომლობით მოდების უახლეს ჩვენებაზე წარმოვადგენთ ხელჩანთებს, რომელიც დამზადებული იქნება სოკოს მიცელიუმისგან.

ეს მოხდება მოდების ბაზრობაზე, ამსტერდამში. ამის  შემდეგ გადავცემთ მათ მოდის მაღაზიებს გასაყიდად, რითაც დავაკვირდებით მომხმარებლის რეაქციას ამ ტიპის ნოუ-ჰაუზე. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ კვლევას, მოვძებნით ტყავის პროდუქციის მწარმოებელს, რომელთანაც შევძლებთ სტაბილურ თანამშრომლობას, მათთან ერთად გამოვცდით ახალ მასალას სხვადასხვა საღებავებზე,  როგორ დავამუშაოთ, რა შესაძლებლობებს გამოვლენს კიდევ.

ჯერ რაც ვნახეთ, ამის მიხედვით სოკოს მიცელიუმს შეიძლება ვუწოდოთ მე-6 თაობის ქსოვილი, რადგანაც ის გვთავაზობს რევოლუციურ შესაძლებლობას პლასტიკატის, ნეილონის, ბამბის და ტყავის შემდეგ.

ეს მასალა განსაკუთრებით მსუბუქია, მიიღება _  „იზრდება“ 9 დღეში და აქვს ტყავის მსგავსი თვისებები“ – დასძენს დიზაინერი.

წყარო: freshplaza.com