სწრაფად განვითარდება დარგები, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს – საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების და კვების, ასევე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების წარმოებაზე.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ასევე საექსპორტო დარგებზე, რაც დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რაც კრიზისში შესვლამდე გვქონდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.