სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მემცენარეობა, რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია

სა­ქარ­თვე­ლო უძ­ვე­ლე­სი მიწათმოქმედების კულ­ტუ­რის ქვე­­ყა­ნაა და თუ იგი მდი­და­რი იყო ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მცე­ნა­­რე­უ­ლი სა­ფა­რით, ეს არ ით­ქმის ტრო­პი­კულ და სუბ­ტრო­­­პი­კულ მცე­ნა­რე­თა მი­მართ, რაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი სუ­ბ­­ტ­­რო­პი­კუ­ლი ზო­ნის უკ­იდ­ურ­ეს ჩრდი­ლო­ეთ­ით მდე­ბა­რე­ობ­ამ და შე­და­რე­ბით მკაც­რმა ზამ­თარმა. სუბ­ტრო­პი­კულ მცე­­­­ნა­რე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ოდ­ენ­ობ­ით გავრ­ცე­ლე­ბა აქ შე­და­რე­ბით უფ­რო გვი­ან­დელ პე­რი­ოდს ეკ­უთ­ვნის. ზო­გი­ერ­თი მა­თ­­­გა­ნი ჩვენ­ში ახ­ლაც ვე­ლურ ფორმაშია გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი. ასე მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­საც შერ­ჩე­ნი­ლია დაფ­ნის, ბრო­წე­ულ­ის, კაკ­ლის, თხი­ლის, წაბ­ლის, ნუ­შის, უნ­აბ­ის და კავ­კა­სი­უ­რი ხურ­მის ბუ­ნებ­რი­ვი ტყე­ე­ბი და ცალ­კე­უ­ლი ნარ­გა­ობ­ა­ნი.

ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის გავრ­ცე­ლე­ბას საქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე სა­უკ­უნ­ის ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ მი­სი ნარ­გა­ო­ბა თავდაპირველად,  მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ფარ­თო­ბებ­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი (1913 წელს ეკ­ა­ვა 160 ჰა).

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მე­ურ­ნე­ობ­ის საწ­ყი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და 1897 წ. პროფ. ა. კრას­ნო­ვის და აგ­რო­ნომ ი. კლინ­გე­ნის მი­ერ მოწ­ყო­ბილ ექს­პე­დი­ცი­ებს, რომ­ლებ­მაც იმ­ოგ­ზა­ურ­ეს ძი­რი­თა­დად სუბ­ტრო­პი­კულ და ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში და ექს­პე­დი­ცი­იდ­ან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შე­მო­იტ­ან­ეს სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ებ­ის ძვირ­ფა­სი სა­ხე­ობე­ბი და ჯი­შე­ბი, მათ შო­რის: ჩაი, ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი, ბამ­ბუ­კი, ტუნ­გი, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხურ­მა, ფეიჰოა, კივი და სხვა.

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ერთ-ერ­თი წამ­ყვა­ნი დარ­გია. რეს­პუბ­ლი­კის ეკ­ონ­ო­მ­იკ­ა­ში იგი მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი გვაძ­ლევს კვე­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელ ძვირ­­ფას და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტებს, ხო­ლო მრეწ­ვე­ლო­ბის რი­გი წამ­ყვა­ნი დარ­გე­ბი­სათ­ვის სა­უკ­ეთ­ე­სო ნედ­ლე­ულს.

გა­ნუ­საზ­ღვრე­ლია მცე­ნა­რე­თა და მათ შო­რის სუბ­ტრო­პი­­კულ მცე­ნა­რე­თა რო­ლი ბუ­ნე­ბა­ში. მცე­ნა­რე­ე­ბი აწვ­დი­ან ად­ამ­ი­ანს საზრ­დოს, რო­მე­ლიც შე­იც­ავს მი­სი ორ­გა­ნიზ­მი­სათ­­ვის აუც­ილ­ებ­ელ ენ­ერ­გი­ას და იგი არ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სხვა სა­ხის ენ­ერ­გი­ით. ის ად­ამ­ი­ან­მა აუც­ილ­ებ­ლად უნ­­და მი­იღ­ოს იმ სა­ხით, რაც მცენარეულ პროდუქტებშია მო­­ცე­მუ­ლი. ად­ამ­ი­ა­ნი გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ შრო­მა­სა და ორ­გა­ნიზმ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სი­ცოც­ხლო პრო­ცე­სებ­ზე ხარ­ჯავს დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ენ­ერ­გი­ას. ამ ენ­ერ­გი­ის აღ­დგე­ნა რომ არ ხდე­ბო­დეს, ორ­გა­ნიზ­მი თან­და­თან გა­მო­იფ­იტ­ებ­ო­და და და­იღ­უპ­ებ­ო­და.

მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ გა­ანგ­არ­იშ­ებ­ულ­ია, რომ ერ­თი ად­ამ­ი­ა­ნი, სა­შუ­ალ­ოდ იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რა სა­ხის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს, ყო­ველ­დღი­ურ­ად 3000-დან 5000-მდე კა­ლო­რია სით­ბოს ხარ­ჯავს. და­ხარ­ჯუ­ლი ენ­ერ­გი­ის აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­როა მი­იღ­ოს სა­შუ­ალ­ოდ 100-130 გ ცი­ლა, 75-110 გ ცხი­მი, 500-700 გ ნახ­შირ­წყლე­ბი და სხვა შე­ნა­ერ­თე­ბი. ყვე­ლა ამ შე­ნა­ერ­თებს ად­ამ­ი­ა­ნი ღე­ბუ­ლობს, მხო­ლოდ საკვების სა­ხით.

მცე­ნა­რე­ე­ბი ად­ამ­ი­ანს აძ­ლევს აგ­რეთ­ვე, და­მა­ტე­ბით ის­ეთ ნედლეულს, რომ­ლე­ბიც საზრ­დოს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ აუც­ილ­ებ­ელ­ია. ას­ეთ­ებ­ია: მერ­ქა­ნი, ნახ­ში­რი, ბოჭ­კო, ტექ­ნი­კუ­რი ზე­თი და ა.შ. მა­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, ხე­ლი შე­უწ­ყონ ად­ამ­ი­ან­ის ორ­გა­ნიზმ­ში ენ­ერ­გი­ის უნ­აყ­ოფ­ოდ ხარ­ჯვის შემ­ცი­რე­ბას ან და­ეხ­მა­რონ ორ­გა­ნიზმს, რომ რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად გა­მო­იყ­ენ­ოს საზრ­დოს სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი ენ­ერ­გია.

მცე­ნა­რე­ე­ბი ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში გა­მო­ყო­ფს დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ჟან­გბადს, რი­თაც ამ­დიდ­რე­ბს ატ­მოს­ფე­როს. ჟან­გ­ბა­დი კი აუც­ილ­ებ­ელ­ია ცოც­ხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის სუნ­თქვი­სათ­ვის. ამ­რი­გად, რომ არ იყ­ოს მწვა­ნე მცე­ნა­რე, არ იქ­­ნე­­ბო­და ატ­მოს­ფე­რო­ში სუნ­თქვი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი ჟან­გბა­დი და შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და დე­და­მი­წა­ზე ცოც­ხა­ლი ორ­გა­­ნიზ­­მების არ­სე­ბო­ბა. დღეს, რომ უმ­ოწ­ყა­ლოდ იჩე­ხება ტყე­­ე­ბი, შემდეგ კი ნადგურდება მცე­ნა­რე­ები, ვღებულობთ ეკოლო­გიურ კატასტროფებს, მეწყერებს, ღვარცოფებს ერო­ზიის სახით და სხვა სტიქიურ მოვლენებს.

ცნო­ბი­ლია, რომ ბუ­ნე­ბა­ში ენ­ერ­გია არ იკ­არ­გე­ბა და არც ახ­ლად წარ­მო­იქ­მნე­ბა. ხდე­ბა მხო­ლოდ ერ­თი სა­ხის ენ­ერ­გი­ის გარ­დაქ­მნა მე­ო­რე სა­ხის ენ­ერ­გი­ად. ეს არ­ის მზი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი კი­ნე­ტი­კუ­რი ენ­ერ­გია, რო­მე­ლიც მწვა­ნე მცე­ნა­რის მი­ერ გარ­და­იქ­მნე­ბა პო­ტენ­ცი­ალ­ურ ენ­ერ­გი­ად. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის წარ­მო­ე­ბა სწო­რედ იმ­ით გან­სხვავ­დე­ბა სხვა სა­ხის წარ­მო­ებ­ის­აგ­ან, რომ აქ წარ­მო­ებ­ის ძი­რი­თად სა­­ფუძ­­ველს შე­ად­გენს მწვა­ნე ფო­თო­ლი, ქლო­როფი­ლის მარ­ცვ­ლე­ბი, რომელსაც სა­მარ­თლი­ან­ად უწ­ოდ­ებ­ენ იმ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, სა­დაც ხდე­ბა მზის ენ­ერ­გი­ის გარ­დაქ­მნა და ორ­გა­­ნულ ნივ­თი­ერ­ებ­ა­თა სინ­თე­ზი.

მზის მი­ერ გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი ენ­ერ­გი­იდ­ან დე­და­მი­წის ატ­მოს­­ფე­რომ­დე მო­დის და­ახ­ლო­ებ­ით მი­სი ორ­ას ოც­და­ოთ­ხი მე­მი­ლი­ონ­ე­დი ნა­წი­ლი, ხო­ლო ამ უკ­ან­ას­კნე­ლი­დან მწვა­ნე მცე­ნა­რის მი­ერ ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ზე რვა მე­ათ­ას­ე­დი ნა­წი­ლი იხ­არ­ჯე­ბა. რო­გორც ვხე­დავთ, მწვა­ნე მცე­ნა­რე­ებს, გან­­სა­კუთ­რე­ბით სუბ­ტრო­პი­კებს, თა­ვი­ან­თი ევ­ოლ­უც­ი­ის პრო­­­­ცეს­ში გა­მო­უმ­უშ­ავ­დათ თვი­სე­ბა-შექ­მნან გა­ცი­ლე­ბით უფ­­­რო ფარ­თო მწვა­ნე ზე­და­პი­რი. ერთ ჰექ­ტარ ნაკ­ვეთ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მწვა­ნე ზე­და­პი­რი უდ­რის: სი­მინ­დის – 120000 კვ.მ-ს, საკ­ვე­ბი ჭარ­ხლის 150000 კვ.მ-ს.

იმ­ის­ათ­ვის, რომ მცე­ნა­რემ შეძ­ლოს თა­ვისი კოს­მი­უ­რი რო­­ლის შეს­რუ­ლე­ბა, ე.ი. წარ­მოქ­მნას ად­ამ­ი­ან­ის­ათ­ვის აუც­ილ­ებ­ე­ლი საზრ­დო-ჟანგბადი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი, მას სჭირ­დე­ბა გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სი. პირ­ველ რიგ­ში აუც­ილ­ებ­ელ­ია სი­ნათ­ლე.

მცე­ნა­რის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელ­ია სით­­ბო და სი­ნათ­ლე, როგორც ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. მა­თი არ­სე­ბო­ბა ად­ამ­ი­ან­ზე არ არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, აქედან გამომდინარე ამ ფაქ­ტო­რე­ბის მართვა მას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ადამიანს შე­უძ­ლია მხო­ლოდ რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად გა­მო­იყ­ენ­ოს მზი­სა­გან მიღე­ბუ­ლი სით­ბო და სი­ნათ­ლე.

ორ­გა­ნუ­ლ ნივ­თი­ერ­ებ­ა­თა წარ­მოქ­მნი­სათ­ვის ენ­ერ­გე­ტი­კუ­­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­ს გარ­და მცე­ნა­რეს, ეს­აჭ­ირ­ო­ე­ბა მა­ტე­რი­ალ­უ­­რი ანუ მი­წი­ე­რი ფაქ­ტო­რე­ბი – წყა­ლი და საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რ­ებ­ა­ნი.

სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი რო­ლი ენიჭებათ ბუ­ნე­ბა­ში, როგორ უმრავლეს მა­რადმ­წვა­ნე მცენა­რეებს და ჟანგბადის მუდმივ წყაროს.

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ან სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მემ­ცე­­ნა­რე­ობ­ის ცალ­კე გა­მო­ყო­ფა იმ­ით არ­ის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ის­ი­ნი წარ­მო­შო­ბი­ლი არ­ი­ან სამ­ხრე­თის თბილ ტრო­პი­კულ და სუბ­ტრო­პი­კულ ზონებში და მა­თი გავრ­ცე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ზამ­თა­რი მოკ­ლე და რბი­­ლია, ხო­ლო სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ო­დი-ხან­გრძლი­ვი და თბი­­ლი.

საგ­ნის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ბი­ო­ეკ­ოლ­ოგ­ი­უ­რ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა ღრმა, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­დ­გი­ნდეს მა­თი მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია, რაც კონ­კრე­ტულ ბუ­ნებ­რივ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს მცე­ნა­რე­თა უხ­ვი და მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მო­სავ­ლის მი­ღე­ბას.

სა­გა­ნი „სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულტურები“  ორ­გა­ნულ კავშირ­­­შია ყვე­ლა მო­ნა­თე­სა­ვე აგ­რო­ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რ დის­ციპ­ლი­ნებ­თან: აგ­რო­ეკ­ოლ­ოგ­ი­ას­თან, აგ­რო­მე­ტე­ორ­ოლ­ოგ­ი­ას­თან, სა­სოფ­ლო-სა­­მე­ურ­ნეო წარ­მო­ებ­ის მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ელ­ექ­ტრი­ფი­კა­ცი­ას­თან, ეკ­ონ­ომ­ი­კა-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და სხვა.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შეს­წავ­ლის ამ­ოც­ან­აა მემ­ცე­ნა­რე­ობ­ით და­ი­ნ­­­ტე­რე­სე­ბულთ გა­აც­ნოს ამ დარ­გში არ­სე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე მეც­ნი­ერ­ებ­ი­სა და პრაქ­ტი­კოს­თა გა­მოც­დი­ლე­ბა და მე­თო­­­­დე­ბი, რომელიც და­ეხ­მა­რე­ბათ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ან­ობ­ა­ში, რა­თა აღდგეს სუბ­ტრო­პი­კუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, რო­გორც ერთ-ერ­თი წამ­ყვა­ნი და რენტაბელური დარ­გი.

რეზო ჯაბანიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი