სურსათის ექსპერტები _ საქართველოში ყველის ფალსიფიცირების მასშტაბები საგანგაშოა

ბოლო დროს საგანგაშო ტემპით იზრდება ყველის ფალსიფიცირების მასშტაბები. ყოველი კვლევა ადასტურებს, რომ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. ინფრომაციას “bfm.ge-ი ავრცელებს.

კომპანია ,,შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაძე ამბობს, რომ დიდი პრობლემაა რძის პროდუქტების მიმართულებით, ბაზარი უკონტროლოა და ფალსიფიცირების მასშტაბები ძალიან დიდია. მისი ინფორმაციით, ყველის შემოწმებული 9 ნიმუშიდან 7 იყო ფალსიფიცირებული.

დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია არ არსებობს, რაც უამრავ კითხვას აჩენს.

ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ყველის შემადგენლობაში. ყოველი კვლევის შედეგი სავალალოა. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია “საქრძემ” ყველის ბაზრის კვლევის შედეგები იანვარში წარმოადგინა.

MIC-TNS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაზრებში, ე.წ. უბნის მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში წარმოდგენილი ყველის 15 ნიმუშიდან 12 ბაქტერიებით დაბინძრებული, 8 შემთხვევაში კი პროდუქტი, ნატურალურის ნაცვლად, მცენარეული ცხიმით გაჯერებული აღმოჩნდა.

ასოციაცია ,,საქრძის” აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა კვლევის შედეგებს სავალალო უწოდა.

სურსათის ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ყველის ბაზარზე ფალსიფიკაციის მასშტაბები შთამბეჭდავია. პროფესორი ეთერ სარჯველაძის თქმით, ბაზარზე არსებობენ კლასიკური ფალსიფიკატორები, რომლებმაც კარგად იციან რისგან დაამზადონ, რა დაუმატონ, რა გააკეთონ, რომ პროდუქტი ყველს დაამსგავსონ.

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით ძნელია სოიოსგან და რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის გარჩევა.

წყარო:imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.