სურსათის ეროვნული სააგენტო ფრინველის ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტავს

“ამით მოხდება ბაზრის დაცვა” 


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  2017  წლის 24  აგვისტოდან  სურსათის  ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურისდამტკიცების შესახებ კანონითგანისაზღრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადადა საფასური.  მათ შორისაა ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება.ფორმა N2 –.შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე  5 თეთრით განისაზღვრა.

 

როგორც სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტემენტის უფროსის მოადგილე  პაატა ქურდაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფოს წარმომადგენელია. გამონაკლისი არც საქართველოა. „ჩვენ ყველა სასაკლაოში გვყვავს ვეტერინარი ექიმი, რომელიც დაკვლის წინა და შემდგომ შემოწმებას ახორციელებს. ეს კი ფასიანი მომსახურებაა.

ქურდაძის განცხადებით, აღნიშნული ნორმით მოხდება ბაზრის დაცვა, თუმცა, ხორცის ფასის ცვლილებას (გაძვირებას) არ გამოიწვევს. „ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენ უფრო ვაფართოებთ  კონტროლს და ამან მოიცვა ფრინველთა სასაკლაოები, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში. ასეთივე განხორციელდა ცხოველთა სასაკლაოებში, ამას კი საქონლის ხორცის გაძვირება არ გამოუწვევია – აცხადებს  ქურდაძე.

მისი მტკიცებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბიზნეს ოპერატორებთან ხშირი კონტაქტი აქვს და ეს გადაწყვეტილება მათთვის „სიურპრიზი“ ნამდვილად არ ყოფილა.

კომერსანტთან ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული წარმოებისთვის ხელის შეშლა. ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქტის გაძვირებას და წარმოების დახურვას პროგნოზირებენ.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: commersant.ge