სურსათის სააგენტო თხილის დაავადების ასაცილებლად ფერმერებს აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. კერძოდ, ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.
სააგენტოს განცხადებით, ნაცროვანი დაავადების შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ამასთნ, ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისასაუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.
იხილეთ ბმულები: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7267.pdf
http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7265.pdf
წყარო: https://imedinews.ge