ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მოსწავლეს ქარსაფარი ზოლის გაშენება სურს

ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრის მერაბ შეყილაძის ინიციატივით სოფლის დასაწყისში, ე.წ. „ხუთზიარის“ ტერიტორიაზე შესაძლოა ქარსაფარი ზოლის გაშენება დაიწყოს. ეს ტერიტორია გეზრული-თვალუეთის შუაში მდებარეობს და ყველაზე საშიში ქარბუქის დროს არის.

შესაძლოა, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრიც არ იყოს, მაგრამ ქარბორბუქის გამო თოვლი 150-200 მეტრიან ზოლზე გროვდება, რაც გამოწვეულია დასავლეთის მიმართულებიდან უტყეობით და აღმოსავლეთის მხარის ტყიანობით. ქარს ვეღარ გადააქვს აღმოსავლეთით დასავლეთიდან წამოღებული თოვლი და ნამქერს წარმოქმინის.

„ფიჭვები ამ ტერიტორიისთვის ბუნებრივია, თუმცა, ეს მხარე გაუტყიანებელია, ჩვენი ოჯახებიც შეფერხებულან საკუთარი მანქანით გადაადგილებისას, ძალიან კარგი იქნება, თუ მწვანე ქარსაფარ ზოლს გავახარებთ და 10-ოდე წელკიწადში აქ ნამქერი აღარავის შეაწუხებს“, _ განაცხადა მე-12 კლასის მოსწავლე მერაბ შეყილაძემ.

წყრო; http://forestry.ge