ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა ფერმერებისთვის
მთავრობა ფერმერების ტექნიკური დახმარებისთვის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება.
„ჩვენ ძირითადი საშუალებების და ტექნიკის დეფიციტი გვაქვს და ამიტომ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ ფონზე მთავრობის მხარდაჭერა დარგისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.