ტექნოლოგიური ინოვაციების სადემონსტრაციო დღე თიანეთში

გუშინ 2012 წლის  29 ნოემბერს, თიანეთში, „ბრიჯი – ინოვაცია და განვითარება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით“ პოლონელმა და უნგრელმა ექსპერტებმა ადგილობრივ თემთა შერჩეულ ჯგუფებთან ერთად ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, აქვაფონიკის და წყლის კოლექტორის მოწყობილობების თვალსაჩინო პრაქტიკული დემონსტრირება მოაწყვეს, მოსახლეობას გააცნეს  ნოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უკავშირდება შემოსავლის მიღებას, ენერგორესურსების დაზოგვას და სხვა. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს  ადგილობრივ მოსახლეობაში სტიმულის გაჩენას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები პრაქტიკულად დაინერგოს და ადამიანებმა ამით სარგებელი ნახონ.

სადემონსტრაციო ღონისძიებას  წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები თიანეთსა და დუშეთში, სადაც მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სხვადსხვა ინოვაციური ტექნოლოგიების და მოწყობილობების შესახებ. თვალსაჩინოდ ნახეს, რომ მათი აწყობა მარტივია და არცთუ ძვირი ჯდება.

მონაწილეებს ექსპერტებმა გაუზიარეს ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე  არსებული გამოცდილება და წარმატებული ისტორიები  აღნიშნულ სფეროში (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი).

საინფორმაციო ტრენინგებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად მონაწილეებმა შეარჩიეს ორი სახის ინოვაციური ტექნოლოგია: აქვაფონიკა და წყლის კოლექტორი, რომლის დემონსტრირებაც თიანეთში განხორციელდა.

აღნიშნული ტექნოლოგიების საოჯახო მეურნეობებში ეფექტურად გამოყენება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას.

აქვე გთავაზობთ შემოთავაზებული ტექნოლოგიების მოკლე აღწერას. მათი დამზადება იოლია და მათი მოწყობა განსაკუთრებული ხარჯის გარეშე ყველა ოჯახს შეუძლია, შედეგად კი მათ მუდმივად ექნებათ ახალი თევზი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და იაფი ცხელი წყალი,რ რომელიც მზის ენერგიით გათბება.

აქვაფონიკა

 აქვაფონიკსი ეს არის თევზის მოშენების (აქვაკულტურა) და მცენარეთა ნიადაგის გარეშე ზრდის (ჰიდროფონიკა) ტენოლოგიების კომბინაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი ინტეგრირებული სისტემის ფარგლებში მოხდეს ორივე საქმიანობის წარმართვა. თევზის ცხოველქმედების შედეგი წარმოადგენს ორგანულ საზრდოს მცენარეთათვის, ხოლო მცენარეები კი – ბუნებრივ ფილტრს თევზებისთვის.

ხსენებული რგოლის მესამე მონაწილეა ასევე მიკრობები (მანიტრირებელი ბაქტერია). ეს ბაქტერიები გარდაქმიან თევზების ცხოველქმედების შედეგში არსებულ ამონიუმს ჯერ ნიტრიტებად, ხოლო შემდეგ ნიტრატებად. ნიტრატები არის აზოტის სახეობა, რომლებსაც მცენარეები შეიწოვენ და იყენებენ როგორც საკვებს ზრდისთვის. თევზის მყარი ცხოველქმედების შედეგი გადაიქცევა ბიოჰუმუსად, რომელიც ასევე წარმოადგენს საკვებს მცენარეთათვის.

მცენარეთა მოსაყვანად ნიადაგის ან ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების ნაცვლად, აქვაფონიკა იყენებს მაღალი ნუტრიციული ღირებულების მქონე თევზის ცხოველქმედების ნარჩენს, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას მცენარეთა ოპტიმალური ზრდისთვის. წყლის გაწმენდის მიზნით მისი გადაღვრა-გამოცვლის ნაცვლად იგი იყენებს მცენარეებს, ბუნებრივად წარმოქმნილ ბაქტერიებს და ინერტულ სარგავ მასას, რომელშიც მცენარეები იზრდებიან რათა გაწმინდონ წყალი, რომელიც შემდგომ უბრუნდება თევზებიან რეზერვუარს. ეს წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მუდმივად. საჭირო იქნება მხოლოდ დამატება, როდესაც მოხდება მისი აორთქლება მისივე ზედაპირიდან ან მცენარეებიდან.

აკვაკულტურის და ჰიდროფონიკის კომბინირებით, აქვაფონიკა კიდევ უფრო ზრდის ორივეს დადებით და გამორიცხავს მათ უარყოფით მხარეებსა და ნაკლოვანებებს.

აქვაფონიკის დადებითი მხარე
  • გამორიცხავს სარეველების და სხვა პარაზიტი მცენარეების არსებობას, ასევე მცირე ზომის ცხოველების წვდომას ნარგავებთან.
  • ეფუძნება ნუტრიციულად მდიდარი წყლის მუდმივი რეცირკულირების პროცესს. სისტემა არ გამოყოფს ტოქსიკურ ნარჩენებს.
  • მოიხმარს ნიადაგზე დაფუძნებული მემცენარეობის მიერ მოხმარებული წყლის 1/10 (ერთ მეათედს) და უფრო მეტს ვიდრე ჰიდროფონიკა ან რეცირკულირებადი აქვაკულტურა.
  • არ საჭიროებს ქიმიკატებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს. ის ნატურალური ეკოსისტემაა!
  • სისტემა საჭიროებს მინიმალურ მოვლას. ადამიანს შეუძლია ძირითადად დაკავდეს ისეთი სასიამოვნო საქმით, როგორიცაა თევზის გამოკვება ან მცენარეთა მოკრეფა.
  • აქვაფონიკის სისტემა შესაძლებელია დაიდგას ნებისმიერ ადგილას, გარეთ, სათბურში, სარდაფში ან საცხოვრებელ ოთახშიც კი! ზრდისხელშემწყობი განათების და საკმაო სივრცის შემთხვევაში ის შეიძლება გადაიქცეს პროდუქტიულ ბაღად.
  • აქვაფონიკის სისტემა შეიძლება მოერგოს ნებისმიერ მასშტაბს (ზომას, ბიუჯეტს და ა.შ.) – დაწყებული მწირე სისტემით და პატარა ბაღით დამთავრებული დიდი ზომის ფერმით.
  • რაც მთავარია – ადამიანს შეუძლია ერთდროულად მოაშენოს თევზი და მცენარეები.

მზის კოლექტორები წარმოადგენს ძვირადღირებული და გარემოს დამაბინძურებელი წყლის გამაცხელებელი სისტემების ჩანაცვლების მარტივ და ეფექტურ საშუალებას. მზის კოლექტორები წყლის გასათბობლად მზის სითბოს იყენებენ. მათი აწყობა სპეციალურად ხდება ისეთი მასალებისგან, რომ ისინი აქტიურად შთანთქავენ პირდაპირი მზის სხივების თერმულ ენერგიას, რომელიც შედეგად ათბობს სისტემაში ცირკულირებად წყალს. ამ პრინციპზე მომუშავე ასეთი ტექნოლოგიები იყენებენ მხოლოდ თავისუფალ, განახლებად და სუფთა ენერგიას, რაც ამცირებს ტრადიციულად გამოყენებადი ენერგიის წყაროსთან დაკავშირებულ ხარჯებს. მათი დამზადება მარტივია. კოლექტორის აგება ხდება ისეთნაირად, რომ ისინი დამოუკიდებლად, ელექტროენერგიის საჭიროების გარეშე მუშაობენ.

მზის წყლის კოლექტორს შეუძლია ჩაანაცვლოს ელექტროენერგიის და შეშის გამოყენება წყლის გასათბობად ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

2 მ² სიდიდის მზის კოლექტორი წელიწადში ზოგავს 3 მ² რაოდენობის შეშას და 25% ელექტროენერგიას. გარდა ამისა, 1 მ² სიდიდის მზის კოლექტორი წლის განმავლობაში ზოგავს 1 ტონა CO2-ის გამოყოფას, რაც ამცირებს გარემოს დაბინძურების ხარისხს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.