თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები _ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ კონფერენცია
2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 12 ივლისამდე ინტერნეტ სივრცეში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ კონფერენცია თემაზე:
„თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები”.
გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. კვების მრეწველობის ინოვაციური ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობა.
2. თანამედროვე ქიმიური, ფარმაცევტული, ბიო-ტექნოლოგიები და მასალები.
3. ინოვაციური ტექნოლოგიები საინჟინერო და აგრარულ მეცნიერებებში;
4. სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და გარემოს დაცვის აქტუალური საკითხები;
5. საინჟინერო და აგრარული დარგების ეკონომიკა და მენეჯმენტი;
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ანკეტა (თანდართული ფორმით);
- სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი;
- სტატიის ელექტრონული ვერსია (CD დისკზე, ასევე შეიძლება გადმოიგზვნოს ელექტრონულ ფოსტაზე article@wineconf.ge )
ინტერნეტ სივრცეში სტატიის განთავსება, საერთაშორისო კოდის ISBN მინიჭება და კონფერენციის მოხსენებათა კრებულის გამოცემა ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტი AR-N 216 752)
დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ განთავსებულია კონფერენციის ვებ-გვერდზე http://www.wineconf.ge და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.atsu.edu.ge