„თაფლი კოლხური“ მეურნეობას აფართოებს
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხარდაჭერის პროგრამით კოოპერატივმა „თაფლი კოლხურმა“ მეურნეობა გააფართოვა. კოოპერატივს 70 %-იანი თანადაფინანსებით 100 (მათ შორის ხისა და პოლისტიროლის) სკა გადაეცა.
კოოპერატივის თავმჯდომარის მარინე ქარდავას თქმით, კოოპერატივის წევრებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოების და წარმოების გაზრდის შესაძლებლობა მისცათ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი კოლხური“ 2015 წლიდან საქმიანობს, მასში 11 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული. მათ საფუტკრეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში აქვთ მოწყობილი. კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიეების ძირითადი საქმიანობა ფუტკრის პროდუქტების წარმოებაა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სახელწიფო პროგრამა გულისხმობს მიკვლევადობის უზრუნველყოფას, რაც სკებზე სააღრიცხვო ბარათების გაცემის მეშვეობით ხორციელდება. დღეს, პროგრამის ფარგლებში მიკვლევადია 46 000 სკაზე მეტი, მათ შორის როგორც კოოპერატივების საკუთრებაში არსებული, ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული სკებიც.