თბილისში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი საფირმო მაღაზია გაიხსნა
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ ქართული-შვეიცარიული ინვესტიციით, 2008 წელს, რაჭის რეგიონში შეიქმნა. კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია საერთო ჯამში 30 მლნ ლარის შეადგენს. კომპანია ფლობს საუკეთესო ჯიშის საქონლის ფერმას, პირველადი გადამუშავების საწარმოს და ორ საფირმო მაღაზიას. პირველი მაღაზია, 2015 წელს, ქალაქ თბილისში გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტების მაღაზიაში, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ცოცხალი და „დავარგებული“ ხორცის გარდა, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების შეძენის საშუალება ექნება. პროდუქცია ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე, ევროპული ხარისხის შესაბამისად მზადდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2 მლნ ლარს შეადგენს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარება და მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ახდენს კოოპერატიული მეურნეობების თანადაფინანსებას, რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. კომპანია „ბლაუენშტაინ-საქართველო“ ქართულ-შვეიცარიული წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. მაღალმთიან რეგიონში, რაჭაში, კომპანიამ შეძლო შეექმნა კარგი მოდელი, რაც ხორცის წარმოების სრულ ჯაჭვს მოიცავს და ევროპული სტანდარტის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს, რადგან ასეთი საწარმოები არის სტიმული მეცხოველეობის დარგის და წარმოების განვითარებისთვის“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინი-საქართველოს“ ახალი საფირმო მაღაზიის გახსნაზე